საპრეზიდენტო არჩევნები 2018 – „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კარუსელის რამდენიმე ფაქტზე საუბრობენ. ნადირაშვილის თქმით, მარნეულში „ოცნების“ წევრები ცდილობდნენ, რომ რამდენიმე ბიულეტენი საარჩევნო ყუთში ჩაეგდოთ, რის ვიდეომასალაც არსებობს.
“ახალქალაქში იყო, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები, როდესაც ორ უბანზე ადამიანები ხმას აძლევდნენ პირადობის მოწმობის გარეშე და „ევროპულმა საქართველომ“ ამ ფაქტის თაობაზე აცნობა ცესკო-ს და ჩვენ ველოდებით ძალიან მძაფრ რეაგირებას ამ თემაზე იმიტომ, რომ განმარტება, რომ თურმე ადამიანებს საბუთი არ აქვთ და შეუძლიათ მათ, პირადობის გარეშე მისცენ ხმა, ცხადია, ეს სასაცილოა, არადამაჯერებელია, ასეთი ფაქტი არ უნდა ხდებოდეს და ეს შეიძლება იყოს ამ კონკრეტულ უბნებში საერთოდ უბნის გაუქმების საფუძველი,“ - ამბობს ნადირაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






