ქუთაისის 22-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და საარჩევნო უბნის დამკვირვებელს შორის. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებს ამომრჩეველი იძულებით მიჰყავთ უბნებზე ხმის მისაცემად.
რაც ბრალდების ადრესატმა გააპროტესტა.
„ფაქტი მანახე, რომ იძულებით რომელს მოვკიდე ხელი და შემოვიყვანე, რას ლაპარაკობთ?“ - აღნიშნა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გიგა შუშანია აცხადებს, რომ არსებობს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს კომისიის თავმჯდომარე როგორ აბარებს ანგარიშს „ქართული ოცნების“ აქტივისტებს.
„ჩვენმა წარმომადგენელმა ამ უბანზე გადაიღო, კომისიის თავმჯდომარე პერიოდულად როგორ გამოდის და ოცნების აქტივისტებს როგორ აბარებს ანგარიშებს, ვინ მოვიდა უბანზე და არ მოვიდა, რომ ამის შემდეგ იძულებით მოიყვანონ ეს ადამიანები,“ - აღნიშნა გიგა შუშანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






