"მარნეულის სოფელ სადახლოში "კარუსელის" ფაქტი დაფიქსირდა" - გიგი უგულვა
პოლიტიკა - 16:03, 28 Oct, 2018     720
"ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ არჩევნების პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მარნეულის სოფელ სადახლოში "კარუსელის" ფაქტი დაფიქსირდა.


ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ახალქალაქის რამდენიმე უბანზე ამომრჩევლები ხმას პირადობის დამადასტურებელი მოწმობებეის გარეშე აძლევენ.

"არის დადასტურებული კარუსელი. მარნეულის 29-ე უბანზე სოფელ სადახლოში მოხდა. მოქალაქე შემოვიდა უკვე ბიულეტენით, მერე აიღო ახალი ბიულეტენი და ცდილობდა ორი ბიულეტენის ჩაგდებას. სავარაუდოდ, მას ინსტრუქცია ჰქონდა, რომ მეორე უნდა გაეტანა და ასე დაეტრიალებინათ, მაგრამ, როგორც ჩანს, აერია. ჩვენმა წარმომადგენელმა ეს დაინახა, აღკვეთა, შემდეგ იყო შეხლა-შემოხლა, რის შედეგადაც ეს ბიულეტენი დახია და დახეული ბიულეტენი იქვე ყრია. მაგრამ, ფაქტია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა და განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. როგორც ჩანს ხელისუფლებას ძირძველი, შევარდნაძის ეპოქის კარუსელის გამეორება სურს და ამის უკვე რამდენიმე მაგალითია.

მეორე სრულიად აღმაშფოთებელი ამბავი არის საბერძნეთის ნომერ 37-ე უბრანზე. ეს უბანი არის სალონიკში. იქ სამი უბანია გახსნილი და კომისიის თავმჯდომარე ქეთევან გონგაძემ საერთოდ ჯეკპოტი მოხსნა. ადგა და სადემონსტრაციო ოქმში გადახაზა დავით ბაქრაძე და გამოაცხადა, რომ ბაქრაძე აღარ იყრის კენჭსო. წარმომადგენელმა რომ გააპროტესტა, ეს სადემონსტაციო ოქმი საერთოდ მოხსნა და ნაგვის ყუთში გადაისროლა. ესეც არ არის გასაკვირი ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ დიასპორაში დავით ბაქრაძის პოზიციები საკმაოდ ძლიერია და შესაბამისად, როგორც ჩანს, ამის გასანეიტრალებლად ასეთ სიბინძურეზე, პირდაპირ ტყუილზე მიდიან, თითქოს ბაქრაძემ მოხსნა კანდიდატურა. ეს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია და მოვუწოდებ ცესკოს თავმჯდომარეს უსწრაფესი რეაგირებისკენ.

ბოლოს მე მინდა მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. ჯერ-ჯერობით სურათი ისეთია, რომ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების მსგავსი აქტივობაა. აქტივობა უნდა გაიზარდოს. არავინ არ უნდა დავიზაროთ. მინდა გულითადად გთხოვოთ ყველას, ვინც იყავით, არ დაიზაროთ და ერთ მეგობარს მანნც მოკიდოთ ხელი და დაარწმუნოთ, რომ წავიდეს არჩევნებზე და ვინც ჯერ არ ყოფილა 8 საათამდე უნდა ვიაქტიუროთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატისთვის." თქვა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42