„დღეს განსაკუთრებული დღეა, ქართველი ერი ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს“ - პატრიარქი
პოლიტიკა - 16:10, 28 Oct, 2018     779

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო წირვაზე, ქადაგებისას არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„დღეს განსაკუთრებული დღეა. ქართველი ერი, ქართველი ხალხი, საქართველო ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ეს წინა დღეები მძიმე იყო არამარტო იმათთვის, ვინც იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, არამედ მძიმე იყო მთელი ხალხისთვის, მთელი ერისთვის. ხშირი შემთხვევა იყო, როცა უხეშად ახსენებდნენ ერთმანეთს და ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი დამცირება არაფერს არ მისცემს ადამიანს, პირიქით, სხვისი ამაღლება აღგამაღლებთ თქვენც.

მაცხოვარი ჩვენი ბრძანებს „ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ”, რა უნდა ვთხოვოთ უფალს? უნდა ვთხოვოთ სიმშვიდე, შვილების კეთილდღეობა. წმინდა მამები ამბობდნენ: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისათა“.

უნდა დაინახოს ადამიანმა თავისი თავი. ძველი რომაელები ამბობდნენ, შეიცანი თავი თვისი. უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და არ უნდა დავინახოთ ან ნაკლებად დავინახოთ ნაკლი ჩვენი მოყვასისა. უნდა დავინახოთ მისი კეთილი მხარე.

საპატრიარქოში ჩვენ ავანთეთ სანთელი და ვთხოვეთ უფალს, რომ მშვიდობა მოსცეს საქართველოს და წავიკითხეთ ფსალმუნებიდან ერთი კანონი, მე-14 კანონი.

გადავშალე და გაიხსნა მე-14 კანონი. საოცარია, რომ ამ მე-14 კანონში არის ჩვენი, თითქოს საქართველოს ცხოვრება, საქართველოს წარსული და მომავალი, განცდები და სიხარული. საოცარი ფსალმუნები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ უფალი ჩვენთან არის. უფალი მფარველობს საქართველოს.

მინდა ვთხოვო მეუფე დანიელს, რომ წავიკითხოთ ეს მე-14 კანონი. ეს კანონი გვიჩვენებს ჩვენ გზას“, - განაცხადა პატრიარქმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42