"ამომრჩეველს ხელიდან ბიულეტენი გამოგლიჯა და გადახია" - მდინარაძე ენმ-ს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 15:41, 28 Oct, 2018     441
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს. მდინარაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არჩვენების მიმდინარეობის პროცესში ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას.

"დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას დარღვევების შესახებ, რომელიც ფიქსირდება ქვეყნის მასშტაბით, თუმცა არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ცალკეულმა შემთხვევებმა რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს შედეგებზე, საბოლოო ჯამი მშვიდად მიმდინარეობს პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, კომისიის თითოეულ წევრს, რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს, თითოეულ დამკვირვებელს იმ მოთმინებისთვის, სწორად მუშაობისთვის და კანონის ჩარჩოში მოქცევისთვის, რასაც ისინი აკეთებენ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას.

ფიქსირდება კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წამომადგენლები მიდიან პროვოკაციებზე და რიგ შემთხვევებში არ ერიდებიან ბიულეტენების განადგურებასაც კი. კონკრეტულად, შემიძლია გითხრათ, რომ მარნეულის 29-ე საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ანარ მამედოვმა ერთ-ერთ ამომრჩეველს ხელიდან გამოგლიჯა ბიულეტენი და გადახია.

ეს პიროვნება თავად ასახელებს მიზეზს, რომ აღნიშნული ამომრჩეველი განმეორებით იყო მისული საარჩევნო უბანზე, თუმცა ეს მოხდა ყოველგვარი გადამოწმების და ფაქტის დადგენის გარეშე. ასეც რომ იყოს, მას არ შეუძლია, ეს არის მძიმე დარღვევა დაუხიოს ბიულეტენი, თუმცა, არც ის ფაქტი დასტურდება, რომ ეს ამომრჩეველი განმეორებით იყო მისული არჩევნებზე.

ასევე გვაქვს მცხეთის შემთხვევაც, სადაც მე-2 უბნის გადასატან ყუთთან აღმოჩნდა, როგორც ჩანს წილისყრის შედეგად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როგორც ჩანს, რომ მიიღო მონაწილეობა წილისყრაში და ხმა მიაცემინა ამ ადამიანმა ისეთ ადამიანს, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იმყოფებოდა.

ზოგადად, ამ დროის მონაცემებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, თუმცა, მოგეხსენებათ არჩევნების საბოლოო შედეგები დამოკიდებულია ამომრჩევლის მაქსიმალურ აქტიურობაზე, ამიტომ მოვუწოდებთ ამომრჩეველს, იაქტიურონ დღის ბოლომდე, რვა საათამდე. ვფიქრობ, რომ შედეგი იქნება სასურველი ჩვენი ქვეყნისთვის და არჩევნები ჩაივლის დემოკრატუილად. აქ კითხვის ნიშნები არ იქნება" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42