"არჩევნების გაყალბება იგეგმება საღმოს 5-დან 8 საათამდე" - ნიკა გვარამიას მიმართვა ოპოზიციისა და სადამკვირვებლო მისიებს
პოლიტიკა - 15:17, 28 Oct, 2018     960
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ეგზიტპოლების შედეგებს 20:00 საათიდან 21:00 საათამდე გამოაცხადებს. ამის შესახებ განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამიას განცხადებით, თავდაპირველად გამოქვეყნდება საღამოს 06:00 საათისათვის არსებული მონაცემები, ხოლო 22:00 საათისთვის უკვე მთლიანად დათვლილი ეგზიტპოლის შედეგები.

მან ასევე მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს. ნიკა გვარამიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ინფორმაცია კონკრეტულ უბნებზე მდგომ მთვლელებთან დაკავშირებით, რომლებიც ეგზიტპოლისთვის გამოკითხვას აწარმოებენ. მისი განცხადებით, ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური და ჰქონდა მხოლოდ ცესკოს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, უბნებზე სადაც დგანან მთვლელები ეგზიტპოლს ვინც ატარებს ეს იცის "ქართულმა ოცნებამ" და ცდილობენ რომ ამ უბნებზე მაქსიმალურად მიიყვანონ თავისი წარმომადგენლები და ხელი შეუშალონ ეგზიტპოლის დათვლაში. ჯერ ერთი გაყალბებას სისტემა ეგრევე აგდებს თუ სპეციალურად იქნა ხალხი მიყვანილი და გადახრა იქნა და ამას გარდა, კითხვას ვუსვამ თამარ ჟვანიას, ჩვენც კი არ ვიცით რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, იმიტომ რომ გასაიდუმლოებული ინფორმაციაა და იცის მხოლოდ ცესკომ იმიტომ რომ მათთან შეთანხმება იყო საჭირო. საიდან იცის "ქართულმა ოცნებამ" რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, რატომ იცის ეს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით ხელისუფლება ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. ის მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე სადამკვირვებლო მისიებს განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ 5-დან 8 საათამდე. ნიკა გვარამიას განცხადებით, სწორედ ამ დროისთვის შეეცდება ხელისუფლება შედეგების გაყალბებას.

„ჩვენ არ მოგცემთ ეგზიტპოლების გაყალბების საშუალებას, არც არჩევნების გაყალბების საშუალებას. ხედავთ როგორ მუშაობს კურიერი. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა დამკვირვებელს, რომ არ მისცენ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა, ეს იგეგმება 05:00-დან 08:00 საათამდე. განსაკუთრებით ყურადღებით იყონ ამ დროს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42