"5-დან 8 საათამდე ქურდული "ოცნების" ე.წ. ხელისუფლება აპირებს მასობრივ გაყალბებას" - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 15:05, 28 Oct, 2018     1129
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია,“ გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებშ გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს. ამის შესახებ ვაშაძემ ბრიფინგის ფარგლებში ისაუბრა:

„ჩვენ ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ, ფანტასტიური მხარდაჭერა და განწყობაა ყველა ჩვენი მოქალაქისა, სადაც არ უნდა შევხვდეთ მათ, სულ უფროდაუფრო უმტკიცდება საქართველოს მოქალაქეს იმის განცდა, რომ ჩვენი სამშობლო დიდი ხანია უკვე ასე ახლოს არ ყოფილა პოზიტიურ ცვლილებებთან. ამიტომ, თხვონით მივმართავ ჩემს თანამოქალაქეებს, ძალიან გთხოვთ მეგობრებო, მიბრძანდით რვა საათამდე, მიეცით ხმა, მოიხადეთ თქვენი კონსტიტუციური ვალი და რაც მთავარია, გამოიყენეთ ტქვენი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენს გამარჯვებას, კარგად გრძნობს „ურდული ოცნების“ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებაც, ზუსტად ამიტომ ასობით შემთხვევა არის უკვე დაფიქსირებული გაყალბების მცდელობისა, ასობით შემთხვევაა დაფიქსირებული ამომრჩევლის მოსყიდვისა, ეს სიები, ნივთიერი მტკიცებულებები ყველაფერი ატვირთული არის ჩვენს საიტზე, გადაცემული არის საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.

უპირველეს ყოვლისა, მივმართავ ჩვენს თანამოქალაქეებს, მეგობრებო, 50 ლარი დაგეხარჯებათ ძალიან სწრაფად, ამ 50 ლარად თქვენ ყიდით შვილების და შვილიშვილების მომავალს. იმიტომ, რომ 50 ლარის დახარჯვის შემდეგ გაიღვიძებთ ზუსტად ისევ ისეთ ამაზრზენ რეალობაში, რომელშიც ჩვენ 6 წელიწადი ვცხოვრობდით.

მინდა მივმართო კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს - მეგობრებო, თქვენზე გადის ჩვენი სამშობლოს დაცვის ხაზი ამ წუთს. ნუ შეუწყობთ ხელს ქურდული "ოცნების" ე.წ. ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი და გამარჯვება მოიპაროს, გვერდში დაგიდგებით, ჩენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთბის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ტრანსფარენტულად, გამჭვირვალედ და დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად

5-დან 8 საათამდე და ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ქურდული "ოცნების" ე.წ. ხელისუფლება აპირებს მასობრივ გაყალბებას და კარუსელის დატრიალებას. ძალიან გთხოვთ, მხარდამჭერებს, დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს, იყავით, რაც შეიძლება ფხიზლად,“ - განაცხადა ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42