ბოკუჩავა მოუწოდებს და აფრთხილებს "ქართული ოცნების" აგიტატორებს ნუ ჩაიდენენ სისხლის სამართლის დანაშაულებებს.
"აღმაშფოთებელია ამომრჩველებზე ზეწოლის ფაქტები, ვნახეთ გუშინ გარკვეული საჯარო მოხელეების მიერ მოწოდებები და ხელისუფლება სწორედ ასეტი მეთოდებით ცდილობს გაათრიოს საკუთარი კანდიდატი, რომელიც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის მაგალითად მცხეთის მეთოთხმეტე უბანზე კაბინასთან როგორ ზის "ქართული ოცნების" აგიტატორი და როგორ აიძულებს ამომრჩეველს ხმა მისცენ სალომე ზურაბიშვილს. ასეთივე ტიპის ზეწოლას აქვს ადგილი ბოლნისში ერთ-ერთ უბანში, მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" აგიტატორებს ნუ ჩაიდენთ სისხლის სამართლის დანაშაულს და ნუ ახდენთ ასეთი ტიპის ზეწოლას ადამიანებზე რადგან ყველა ადამიანს აქვს თავისუფლება აირჩიოს საკუთარი პრეზიდენტობის კანდიატი და ეს არის დანაშაული და ნუ ასრულებთ ამ ტიპის დანაშაულებებს თქვენი ხელმძღვანელი პირებისგან" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






