ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი აჭარაში, სადაც უკვე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც ახდენდნენ ზეწოლას ამომრჩეველზე.
„ეს არის ის სია, რითაც აპირებ შენ გაყალბებას,“ - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენელმა „ოცნების“ აქტივისტს.
საარჩევნო უბანზე ასევე დაპირისპირება გამოიწვია ერთ-ერთი მოქალაქის შესვლამ, რომელსაც ბეიჯი არ ჰქონდა და საარჩევნო უბანზე წყალი მიიტანა.
საარჩევნო უბნის წარმომადგენელი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, ვინ მიიტანა საჭმელი უბანზე.
„ბეიჯი არ ჰქონდა და იმიტომ. ბეიჯი არ ჰქონდა, მაგრამ პირადობა გაუკონტროლა შემოსასვლელმა რიგის მომწესრიგებელმა. ამ წუთას არ ვიცი ვინ იყო... ცესკო-დან იყო გადმოგზავნილი ეტყობა წყალი და პური, რომ ჩვენ ელემენტარულად წყალი დავლიოთ. ოლქიდან ყოფილა,“ - განაცხადა საარჩევნო უბნის წარმომადგენელმა.
აჭარაში საარჩევნო უბნებთან ავტობობილებით, სამარშუტო ტაქსებით მობილიზებული არიან, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათ ნაწილს ასევე აქვთ სიები.
ბათუმში კითხვაზე თუ რას აკეთებენ ისინი საარჩევნო უბნების წინ, ისინი პასუხობენ, რომ გასვენებაში მიდიან.
„გასვენებაში მივდივართ და ველოდებით ხალხს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები






