გარდა ამისა, ვაშაძე ე.წ. კარუსელების დატრიალებაზეც საუბრობს.
„შეტყობინებები შემოდის ინტენსიურად. ხედავთ უკვე 119 შეტყობინებაა. ეს არის ფოტო, აუდიო, ვიდეომასალები. პირდაპირი მტკიცებულებები რა ტიპის დარღვევებთან გვაქვს საქმე საქართველოს მასშტაბით. ფაქტია, რომ დარღვევები კატეგორიებით გამოიკვეთა შემდეგი: პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა. მანქანის ნომრები გვაქვს დაფიქსირებული. მაგალითად, დიდუბის #12, #13 უბანზე შავი ჯიპი, ასეთი ბევრი ფოტო მასალაა ჩვენს ვებ გვერდზე. მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას,“ ხელი აიღეთ კარუსელებისგან, რომელსაც ატრიალებთ იმიტომ, რომ თითოეულ ფაქტს დავაფიქსირებთ,“-განაცადა გიორგი ვაშაძემ და აღნიშნა, რომ კონკრეტული პირები შედიან უბნებზე, რომლებიც არიან უკვე მარკირებულები და ამ ადამიანების ვინაობა გაერთიანებული ოპოზიციისთვის ცნობილია.
მასალის გამოყენების პირობები






