- ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არტურ ბაღდასარიანმა "Новости-Армения"-ს განუცხადა.
"ქართულმა მხარემ თანხმობა მოგცვა, ასევე თანახმა არიან რუსეთი და აფხაზეთი. თუმცა ეს პროცესია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კონფლიქტური მხარეები. მთავარია, რომ ამ რკინიგზის მონაკვეთის გახსნის პოლიტიკური ნება არსებობს", - აცხადებს ბაღდასარიანი.
მისივე თქმით, აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის გახსნას სომხეთის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
ბაღდასარიანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის 3 სექტემბერს მოლაპარაკებების დროს განიხილეს სომხეთის სარკინიგზო გზის განვითარება.
შეხვედრაზე რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, განახორციელოს მსხვილმასშტაბიანი ფინანსური ინვესტიციები სომხეთის სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში.
მასალის გამოყენების პირობები






