მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე კანონს არღვევს
პოლიტიკა - 12:20, 28 Oct, 2018     684

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ადგილი აქვს პროვოკაციებისა და არეულობის შეტანის მცდელობს.

მან საარჩევნო უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შესახებ ისაუბრა:

„მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, რამდენიმე შემთხვევაზე გავამახვილებ ყურადღებას:

პირველი - ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც „ნაციონალური მოძღაობის“ აქტივისტი ჯელალ ქიქავა ურეკავს ზონდერ ჯგუფებს და მოუწოდებს მათ ფიზიკური ძალადობისკენ და პროვოკაციისკენ. არსებობს შესაბამისი ვიდეომასალაც, მოგვიანებით აღნიშნულმა პიროვნებამ, ბათუმის მეცხრე უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩცვენს მხარდამჭერ ქალბატონს, რაზეც ჩვენი ინფორმაციით, უკვე საქმის კურსშ ჩააყენეს სამართალდამცავი ორგანოები და ბუნებრივია ამაზე იქნება გამოძიება, დაველოდებით შესაბამის შედეგეს.

მეორე შემთხვევა - ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა ტელეკამერების წინ ხევს სააგიტაციო მასალას და ამას ხსნის იმით, რომ თითქოს უბნის შიგნით არის ეს მასალა, რეალურად არის უბნის გარეთ განთავსებული და არცევნების დღესაც, უბნის გარეთ არ იკრძალება აგიტაცია.

მესამე - როგორც ნახეთ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები გამოესარჩლნენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს იმ მოტივით, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია დაშვებულია, თუმცა, ისინი შეგნებულად გვერდს უვლიან მთავარს, კანონმდებლობით არჩევნების დღეს აკრძალულია მასმედიით საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული რეკლამირება. გუშინ, რუსთავი 2, მიუხედავად საარჩევნო დღის დადგომისა, 12 საათის შემდეგ აგრძელებდა ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ.

მეოთხე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ღიად ავალებენ თავიანთ წარმომადგენლებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება თუ არა დარღვევები საარჩევნო უბნებზე, დაწერონ მაქსიმალურად ბევრი საჩივარი.

მეხუთე - რაც შეეხება სოციალურიქ სელებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებს, დრეს განსაკუთრებით ბევრია „ფეიკ ნიუსები“, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადებები აფხაზებზე, მეგრელებზე, სარალიძეზე და ასე შემდეგ, რაც არის აბსოლუტური სიცრუე, მიზანი გასაგებია ყველასთვის, ჩვენდ ა ჩვენმა კანდიდატმა ვაწარმოეთ ევროპული ტიპის კაპნაია, ხოლო მეორე მხრიდან ვხედავთ, ყალბი ინფორმაციებით ამომრჩეველზე ზემოქმედების ძალიან უხეშ მცდელობას.

ვიმედოვნებთ, რომ დამკვირვებლები სათანადო რეაგირებას მოახდენენ ამ ფაქტებთანდ აკავშრებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42