ქუთაისში საარჩევნო უბნებზე მერიის სახელით უცხო პირები დადიან
პოლიტიკა - 12:07, 28 Oct, 2018     640
ქუთაისში საარჩევნო უბნებზე უცხო პირები მერიის სახელით მიდიან და კომისიის წევრებს აფრთხილებენ.

"საარჩევნო უბნებზე უცხო პირები მერიის სახელით დადიან. ისინი კომისიის წევრებს აფრთხილებენ. მაგალითად აქ ორი ახალგაზრდა მოვიდა და კომისიის წევრებს უთხრეს, რომ თუ რაიმე ექსცესი იქნებოდა მათთვის დაერეკათ. როცა მე ვკითხე ვინ იყვნენ, მიპასუხეს, რომ ქუთაისის მერიის სპორტული აიპის თანამშრომლები არიან," – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის" დამკვირვებელი, ვალერიან თევდორაძე.

უცხო პირების უბანზე მისვლის ფაქტს არ ადასტურებს თავად N 129 –ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მისი ინფორმაციით, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უცხო პირები, რომლებიც მერიის სახელით დადიან, არ არიან მერიაში დასაქმებული ადამიანები, რადგან ადგილობრივი თითმმართველობა არ ერევა არჩევნების მიმდინარეობაში.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.

საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს.



წყარო: Qutaisipost.Ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42