სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური სამსახური საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.ყველა რაიონში 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები. ასევე, მობილიზებულია ტექნიკა.
მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი აქვთ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ უამნიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას.
კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები გადაგზავნილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცეესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი ექნება, ასევე, კომპანიის მთავარ დისპეტჩერთან. გარდა ამისა, მზადყოფნაშია გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი შეზღუდვის შემთხვევაში, არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი.
მასალის გამოყენების პირობები






