ამომრჩეველთა აქტივობა ათი საათის მონაცემებით 6,15% -ია - ცესკო
პოლიტიკა - 11:14, 28 Oct, 2018     652

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6.15% ( 215 329 ამომრჩეველი)“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია მცირე პროცედურული ხარვეზების შესახებ:

„ქობულეთის №32-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებში ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო ნომერი არ ჩანდა მკაფიოდ. ამასთან დაკავშირებით შედგა აქტი, ხოლო ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, უბანზე დამატებით გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ;

მარნეულის №48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე, კომისიის წევრებმა შენიშნეს, რომ ყუთი იყო გაბზარული. მოხდა გაბზარული ყუთის ახლით ჩანაცვლება და ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს;

დაიწერა რამდენიმე საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ფოთში. საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის ფარგლებში, შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას ამ ფაქტებზე. მათგან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ფაქტია დადასტურებული. ამჟამად აღნიშნულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს;

ცესკოში ასევე შემოვიდა ინფორმაცია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია „აპრიორიდან“ და წარმომადგენელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ერეოდნენ კომისიის საქმიანობაში აღნიშნული დაფიქსირდა ნაძალადევის #49-ე უბანზე; ორივე მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი;

ბოლნისის და ლანჩხუთის რამდენიმე საარჩევნო უბნის კარებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გამოთქვეს კამერის დამონტაჟების სურვილი. ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია საარჩევნო უბნებზე ფოტოვიდეოგადაღების წესის შესახებ და ფოტოვიდეოგადაღება უზრუნველყოფილია კენჭისყრის შენობაში შესაბამისი წესით“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩათი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ, მოგვაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42