როგორც "გურიის მოამბეს" ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერი, ბესო ქათამაძე, უცხადებს ამის მიზეზი მათი საარჩევნო სიებში არყოფნაა.
"უამრავმა ადამიანმა, რომლებიც წლების განმავლობაში ხმას ნასაკირალში აძლეცდნენ აღმოაჩინეს, რომ მათი სახელი და გვარი საარჩევნო სიებში არ ფიგურირებს, გადამოწმებისას გაირკვა რომ ისინი ბათუმის, ბოლნისის და წალკის უბვნებზე არიან გადანაწილებულნი, უმრავლესობა მათგანი ქათამაძეა" აცხადებს "გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენელი ბესო ქათამაძე;
მომხდარს ქათამაძე ხელისუფლების სურვილს - "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს მაქსიმალურად შეუზღუდონ ხმის მიცემის უფლება -უკავშირებს.
"წლებია აქ ვაძლევ ხმას. აქ დავიბადე გავიზარდე, ყველა ბოლო არჩევნებში ნასაკირალში ვაძლევდი ხმას. მოვედი დღეს და მეუბნებიან წალკაში ხარ ჩაწერილიო, არადა წალკაში ერთხელ ვარ გავლით ნამყოფი" - გვიყვება ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩენილი ამირან ქათამაძე.
ბესო ქატამაძე ამის უკან ხელისუფლების კვალს ხედავს და ადგილობრივ მტავრობას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






