მისი თქმით, არჩევნებზე აქტივობა არის ყველაზე მნიშვნელოვანია.
"ჩვენ გვაქვს ვებ-გვერდი https://dzalaertobashia.ge/vmap , სადაც უკვე შემოდის ძალიან ბევრი შეტყობინება სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით, ზოგან უბანი დაგვიანებით გაიხსნა. ახალქალაქში საერთოდ, რამდენიმე უბანზე შუქი არ არის. არის სხვადასხვა პრობლემები, რაზეც გვექნება რეაგირება და ყველას მოგაწვდით ინფორმაციას.
პირველი, რომ ძალიან საგანგაშო იყო გუშინდელი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის, რომელმაც გაყალბების თავისი ფორმულა მოყვა ფაქტობრივად, საგანგებო განცხადებაში. ჩვენ ამისთვის პრევენციები გვაქვს, ჩვენი დამკვირვებლები, წარმომადგენლები უბანზე, სრულიად ახალ ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც აფიქსირებს აბსოლუტურად ყველა დარღვევას. ალგორითმი, რომლითაც სარისკო უბნებს ვავლენთ, უკვე თორმეტი-პირველი საათისთვის, ასე რომ თავიდან ბოლომდე მომზადებულები ვართ.
რაც შეეხება დღის ბოლოს, აქვე მინდა განვაცხადო, რომ ბიგვავა პროდაქშენის ეგზიტპოლი, რაც გუშინ უცებ სიურპრიზად გავიგეთ, რომ თურმე ""ქართული ოცნება"" თვითონ ატარებს ეს იქნება ჩვეულებრივი, რაღაც ფურცელი, იმიტომ რომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო, ნუ არღვევთ კანონს. არჩევნების კანონმდებლობას არღვევს ""ქართული ონცნება"" უკვე ბოლო პერიოდია იმ კვლევებით და იმ, ასე ვთქვათ ეგზიტპოლით, რომელსაც, როგორც გუშინ გამოგვიცხადეს ატარებენ. არანაირი ამას საფუძველი არა აქვს და მინდა მივმართო, რომ ხელი აიღეთ გაყალბებისგან, მაინც არ გაგაყალბებინებთ დავიცავთ ყველა ხმას."- განაცხადა, გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






