„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ღამით ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით საარჩევნო უბანში შესვლას ცდილობდნენ - მდინარაძე
პოლიტიკა - 09:19, 28 Oct, 2018     978
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ პარტია პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობა“ კანონდარღვევაში დაადანაშაულა.


მდინარაძე ირწმუნება, რომ ენმ-ს წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება:

"როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად 8 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. გაიხსნა საარჩევნო უბნები. პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა რაიმე არსებითი ხარვეზი უბნების გახსნისა და ხმის მიცემის პროცესში.

საარჩევნო უბნების უმრავლესობაში კომისიის წევრები ნაციონალური მოძრაობიდან და სხვა ოპოზიციური პარტიებიდან არ მონაწილეობენ სამწუხაროდ ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.

გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ უბანში შესვლას ვიდეოკამერების დამონტაჟების მიზნით, რაც ასევე ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობას.

რუსთავის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტარდება ეგზიტპოლი როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციების მიერ. აღნიშნულ უბანზე ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხელს უშლიან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეგზიტპოლის ჩატარებაში.

კანონმდებლობის უხეში დარღვევა დაფიქსირდა ასევე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, როდესაც პარტიულმა ტელევიზიამ უგულებელყო არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვის პრინციპი და გუშინდელი ღამე ანუ დღევანდელი დღე უკვე 12 საათიდან დაუთმო ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას.

მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, სათანადოდ ასახონ აღნიშნული დარღვევები თავიანთ ანგარიშებში.

მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღონ ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების აღსაკვეთად და ინციდენტების პრევენციისათვის.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარებაზე.

ასევე, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

და ბოლოს, მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ"- აცხადებს მდინარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42