„ვინც არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილ აძლევ ხმას, ის კლავს... სულში აფურთხებს ყველა იმ ქართველს, რომელიც ოდესმე დაღუპულა საქართველოსთვის“ - ირაკლი ოქრუაშვილი
პოლიტიკა - 20:35, 27 Oct, 2018     19708
წინასაარჩევნო მოწოდება აკეთებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ფეისბუქი გვერდზე პოსტს წერს:

ეხლა ცოტა სერიოზულად.

ხვალ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დაახლოებით ისეთი, პირველი შვილი რომ გიჩნდება და მისი დაბადებით სიამაყით ივსები, ღირსება გემატება, პასუხისმგებლობის გრძნობა გეზრდება და ხვდები რომ ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი შექმენი, რომელმაც შენს ცხოვრებას ნამდვილი აზრი მისცა.

ხვალ კიდევ ერთხელ უნდა დაიბადოს ახალი ქართული სახელმწიფო ან ჩანასახშივე მოკვდეს ჩვენივე ხელით.

ხვალ უნდა გავარკვიოთ ვართ თუ არა ღირსი, გვერქვას ერი, რის დასამტკიცებლადაც ჩვენი წინაპრები საუკუნეები იბრძოდნენ სიცივეში, შიმშილით, შიშველი ხელით, უთანასწორო ბრძოლაში და ამ იდეას, ერად ჩამოყალიბებას, ათეულობით მილიონი ქართველი შეეწირა საუკუნეების მანძილზე.

ხვალ უნდა გავარკვიოთ ვართ თუ არა ღირსი ამ პლანეტაზე გვეკავოს ადგილი, რომელსაც ღმერთისგან ბოძებულს ვუწოდებთ, თუმცა მის მოსავლელად არცთუ ხშირად ვირჯებით.

არჩევანი ძალიან ადვილია.

ერთ მხარესაა ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც განასახიერებს ყველაფერს საწინააღმდეგოს ქართულისა და ქართველობისა, მისი მხარდაჭერილი კანდიდატის ქ-ნ ზურაბიშვილის სახით, ხოლო მეორე მხარეს ჩვენი წინაპრების ნატვრა დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყნის შექმნისა, იდეა ქართული სახელმწიფოსი, რომელიც ხვალ ჩვენი ცხოვრების მანძილზე ხელახლა უნდა დაიბადოს.

ხვალ უნდა გადავწყვიტოთ ვხდებით თუ არა ივანიშვილის 15 ლარიანი სახანო, ჩვენი ხელითვე ვკლავთ ჯერ არდაბადებულ ჩვენივე შვილს თუ ვაგრძელებთ ჩვენი წინაპრების გზას და ბრძოლას ჩვენი მომავლისათვის.

ვისთვისაც ეს ყველაფერი ზერელეა და მიიჩნევს, რომ მისი ხმა არაფერს ნიშნავს, ის არ იმსახურებს ქართველად მოხსენიებას სამარადჟამოდ, ის არ იმსახურებს ერის შვილის სახელს.

მნიშვნელობა არა აქვს ვის მისცემთ ხმას. მთავარია, რომ ხვალ ქართული სახელმწიფო დაიბადება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხმის მიცემით ანუ ნებისმიერი სხვისათვის ხმის მიცემით.

რენეგატები და გზას აცდენილი ქართველები ბევრი გვყოლია ჩვენი ისტორიის მანძილზე. ისეთებიც, რომელიც საკუთარ მშობლებს ან დედმამიშვილებს ხოცავდნენ ძალაუფლებისთვის, მაგრამ საკუთარი ქვეყნისთვის ბრალი დაედოთ დანაშაულში ანუ ვინმეს წინააღმდეგ ომის დაწყებაში, ეგეთებს მე ვერ ვიხსენებ. გარდა ერთისა, სალომე ზურაბიშვილისა.

ყველას გვახსოვდეს, ვინც არჩევნებზე არ მიდის ან ამ ქალბატონს აძლევს ხმას, ის კლავს ჯერარდაბადებულ სახელმწიფოს, ის საფლავზე და სულში აფურთხებს ყველა იმ ქართველს რომელიც ოდესმე დაღუპულა სიტყვა საქართველოსთვის და მისი არსებობისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42