ხაზარაძე-ივანიშვილი-ჩხარტიშვილის შეხვედრა - რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 20:12, 27 Oct, 2018     2043

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან ბიზნეს-დავის პროცესში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც იყო ჩართული.

„პასუხი ძალიან მარტივია: მე მივესალმები, როცა ადამიანები დავის გადაწყვეტას ცდილობენ, მითუმეტეს - ბიზნესმენებს შორის. რადგან დამისვით ეს კითხვა გიპასუხებთ, ვანოს (ჩარტიშვილს) უნდოდა არასამართლიანად, სიტყვას ვეძებ რა სიტყვა გამოვიყენო - “წაეღლიტა” „თიბისი ბანკისთვის“ უსამართლოდ თანხა, ვიყავით სასამართლოში და ეს საკითხი მოგვარდა როგორც უნდა მოგვარებულიყო.

იცით რა, ჩვენ შევხვდით მისი (ბიძინა ივანიშვილის) შუამდგომლობით და იქ გაირკვა ყველაფერი სამართლიანად, აქვე იმასაც დავამატებ, რომ ვანოს (ჩხარტიშვილს) ჰყავდა ერთი მოსამართლე, რომელთანაც ყველა საქმე იკრიბებოდა საოცრად. ყველა საქმე, რომელიც მას ჰქონდა წამოწყებული სხვა ბიზნეს კომპანიების წინააღმდეგ, ყველაფერი რატომღაც ერთ მოსამართლესთან იკრიბებოდა. ეს თქვენ გაარკვიეთ რატომ და როგორ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს დღეს აქვს ისეთი სასამართლო, როგორიც მას უნდა ჰქონდეს და ამ კონტექსტში მან ხაზარაძის და ჩხარტიშვილის ბიზნეს-დავაში მის როლზე ისაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42