„თამბაქოს ფაბრიკა ”ომეგა” კვლავ ამუშავდა. ალბათ მალე ”იბერიაც” დაიწყებს მაუწყებლობას. ამაში დიდი როლი მიუძღვის პარტიებს, მედიას, არასამთავრობო სექტორს, მთლიანად საზოგადოებას, ზაზა ოქუაშვილის მიერ გასჯაროებულ და ჯერ კიდევ გადამალულ ( დიდი ალბათობით, ბიძინაზეც) ჩანაწერებს.
როგორც ფაბრიკის და ტელევიზიის დახურვა იყო კრიმინალური, კვანძის გახსნაც კრიმინალური ხასიათის იყო. ეს მოხდა არა კანონის შესაბამისად, არამედ არაფორმალი მმართველის ნებით და მასზე განხორციელებული შანტაჟის შედეგად.
განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს ამ პროცესს საწარმოს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამუშავება, რაც გარდა ფინანსური ინტერესებისა, ამ საქმეში პოლიტიკურური შემადგენლის არსებობასაც ადასტურებს.
ეს ამბავი ამით არ დამთავრდება მრავალ გარემოებათა გამო.
ამ ისტორიამ ნიღაბი ჩამოახია ქვეყნის არაფორმალური მართვის სისტემას და მრავალი კითხვის ნიშნის მიუხედავად, დადებითი როლი ითამაშა საზოგადოების გამოფხიზლებაში.
დანარჩენს დრო გვაჩვენებს.
ჰეფი ენდამდე ჯერ კიდევ შორსაა.“ - წერს რომან გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






