„ეს არ იქნება პრეზიდენტის არჩევნები, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლის არჩევნები“ - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 19:28, 27 Oct, 2018     805

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ამომრჩეველს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიმართა. გრიგოლ ვაშაძემ ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა:

„ეს არ იქნება პრეზიდენტის არჩევნები, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლის არჩევნები, ეს იქნება ღირსების არჩევნები და ეს იქნება არჩევნები ყოფნას და არყოფნას შორის. ეს იქნება არჩევნები იმაში, დარჩება საერთოდ საქართველოს მოქალაქე საქართველოში თუ ყველა, ვისაც შესაძლებლობა ექნება, ემიგრაციაში წავა. ეს იქნება არჩევანი, ვიქნებით თუ არა ცოდნის ეკონომიკა და განათლების ეკონომიკა, თუ ვიქნებით ნარკოპლანტაცია, რომელსაც ეყოლება თავისი მოურავი ბიძინა ივანიშვილის სახით, სადაც ხელისუფლება გადაიქცევა ნარკობარიგად.

ეს არჩევანი არის იმაში, დავუახლოვდებით თუ არა ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიზნებს, დავუახლოვდებით თუ არა ნატო-ს და ევროკავშირს, თუ სულ უფრო და უფრო დავშორდებით ჩვენ ამ სანუკვარ ოცნებას იმიტომ, რომ მუდმივ ტყუილში, მუდმივ არაფორმალურ მმართველობაში და მუდმივ კრიმინალური დაჯგუფების მცდელობაში, რომ გადააქციოს ეს სახელმწიფო თავის განშტოებად.

ეს არის არჩევანი იმაში, იქნება თუ არა საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე უმუშევარი, თუ ჩვენ დავიწყებთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და განვაახლებთ იმ პროექტებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოსთვის, მაგრამ გაყინული არის უკვე 6 წელი.

ეს არის არჩევანი იმას შორის, იქნება თუ არა უსაფრთხო ქუჩები ჩვენს სამშობლოში და არ შეგვეშინდება ჩვენი პატარა ვაჟიშვილების და ქალიშვილების ქუჩაში გაშვება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42