გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო კამპანია დუშეთში დაასრულა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, ამომრჩევლებთან ერთად, გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
"შვილი მოგვიკლეს ყველას და რა ქნას იმ ხალხმა, ვისაც დაცვის ფულიც კი არაა აქვს, რომ შვილები სკოლაში დაცვით ატაროს, რომელსაც კისერზე ბანკის უღელი ადევს. ვაკეთებთ აი, ასეთ არჩევანს - საქართველო და არასაქართველო, ყოფნა და არყოფნა, ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება და თურქეთის თამბაქოზე, ჩაის პლანტაციებზე მონური შრომა, ჩვენი ახალგაზრდობის აქ უნივერსიტეტებში, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით სწავლება და წასვლა აქედან ემიგრაციაში და არასოდეს დაბრუნება, უსაფრთხო ქუჩები, სადაც არ გეშინია ბავშვის სკოლაში გაშვება და ისეთი ტრაგედიები, რასაც უკვე ექვსი წელია ვუყურებთ," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






