გავლენიანი სააგენტოს "ასკონას ჰოლტის" აღმასრულებელი დირექტორი ივანიშვილს ბურჭულაძის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 19:12, 27 Oct, 2018     1520

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სააგენტოს ასკონას ჰოლტის აღმასრულებელი დირექტორი, პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.

მარკ ჰილდრიუს თქმით, ივანიშვილმა იცრუა, როდესაც ბურჭულაძის შემოსავლებზე ისაუბრა, რასაც მომღერლის დისკრედიტაციის მცდელობად და დევნად აფასებს:

„ჩვენთვის აღმაშფოთებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც ჩვენი გაერთიანების წევრის, მსოფლიოში აღიარებული მომღერლის, პაატა ბურჭულაძის, წინააღმდეგ მიმდინარეობს საქართველოში. ქართული ოცნების ლიდერი თავის საჯარო გამოსვლაში 2018 წლის 23 მარტს უკვე შეეცადა, დაეკნინებინა და დაემცირებინა ის, როგორც მომღერალი. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს უფლება მისცა, განეხილა პაატა ბურჭულაძის კარიერა, რაშიც ეჭვი გვეპარება, რომ ერკვეოდეს და რაიმე ტიპის კომპეტენცია გააჩნდეს. მან აღნიშნა, რომ 2012 წელს პაატა ბურჭულაძე აღარ იყო თავისი კარიერის პიკზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საოპერო მომღერლის კარიერის შეფასება ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი თეატრები იწვევენ მას. 2012 წელს პაატა ბურჭულაძე სწორედ რომ თავისი კარიერის პიკში იყო და მღეროდა მსოფლიოს პირველი კლასის თეატრებში, როგორიც არის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერა, ლონდონის კოვენტ-გარდენი, პარიზის ბასტილიის თეატრი და ა შ.

მმართველი პარტიის ლიდერმა ასევე მცდარი ინფორმაცია გაავრცელა მისი შემოსავლების შესახებ. პაატა ბურჭულაძე 34 წლის მანძილზე გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი მომღერალი, რომლის რამდენიმე საკონცერტო გამოსვლა რიგ შემთხვევებში შეიძლება აღემატებოდეს მილიონ ლარს.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ აღშფოთებას პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ საქართველოში გაჩაღებული დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს აშკარა დევნა იმ არტისტისა, რომელიც შესულია საოპერო მუსიკის ყველა ენციკლოპედიურ გამოცემაში, მას დამსახურებული აქვს თითქმის ყველა საერთაშორისო ჯილდო და პრემია, აგრეთვე, არის მსოფლიოს ცნობილი ქალაქების საპატიო მოქალაქე, ფლობს გერმანიის „კამერზინგერის“ წოდებას, ავსტრიისა და იტალიის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებს.

მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ღია ომი ჩვენი სააგენტოს წევრი არტისტის წინააღმდეგ! სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მმართველი პარტია, იმის ნაცვლად, რომ ამაყობდეს პაატა ბურჭულაძით, ცდილობს, მართული საინფორმაციო კამპანიით დააზიანოს მისი კარიერა.

ეს დეზინფორმაციის კამპანია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42