გიგა ბოკერიამ გიორგი ვაშაძის პასუხი დაუწუნა და ოპოზიციას უპასუხისმგებლო უწოდა, გიორგი ვაშაძემ კი ბოკერიას კიდევ ერთხელ უპასუხა და გასაგები განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდა:
„ცოტა უცნაურია, რატომ დასჭირდა ბოკერიას ეს ტყუილი, მათ ჰიპოთეტურ დაშვებაზე პირადად მე ვუთხარი დიახ, მზად ვართ და ჩვენს იმ რეალურ სურათზე, რაც გვაქვს, ოფიცუიალური კვლევებით, სანდო კვლევებით, სადაც გრიგოლ ვაშაძე უპირობოდ ლიდერობს, ველოდებით მათგანაც იგივე პასუხს, რომ იქნება მხარდაჭერა, აქვე მინდა ვთქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ძალიან დიდი შანსი აქვს, პირველივე ტურში დასრულდეს ეს არჩევნები, ამისთვის კიდევ ერთხელ ვთხოვ თითოეულ ამომრცეველს, მობრძანდით ხვალ არჩევნებზე, ბატონ ბოკერიას, ველოდები საპასუხო განცხადებას და არა იმ გაუგებარს, რასაც ის აცხადებს, მეორე პრესკონფერენცია მოგვიძღვნა უკვე დღეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






