წინანდლის მამულში რადისონ ქოლექშენ ბრენდის პირველი სასტუმროს პრეზენტაცია გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:56, 27 Oct, 2018     1165

წინანდლის რადისონი პირველია სასტუმროებს შორის, რომელიც იმთავითვე ქოლეწშენის ბრენდით აშენდა. სხვა სასტუმროებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში უკვე არსებული სასტუმროების რებრენდინგის შედეგად მიენიჭა ქოლექშენის ელიტარული სასტუმრო ქსელის ბრენდი.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღის მიმდებარედ, განსაკუთრებულ ეკოლოგიურ გარემოში განთავსებული ახალი სასტუმრო ჰარმონიულად ერწყმის ძველ ისტორიულ ნაგებობებს და განახლებული ისტორიული კომპლექსის ნამდვილი მარგალიტია. 5-ვარსკვლავიან სასტუმროში არის 142 ნომერი, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზები, ბიბლიოთეკა, ღია და დახული რესტორნები, სპა-ცენტრი, აუზი, ფიტნეს კლუბი.

განახლებულ წინანდლის კომპლექსში ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილის ნატიფი შერწყმა განთქმული გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერის ინგო მაურერის დამსახურებაა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტზე მუშაობდა ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი თამარ კვესიტაძე. ახალი სასტუმროს არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ არქიტექტორს ჯონ ფოტიადისს, ხოლო ინტერიერის დიზაინზე იმუშავეს ესპანელმა დიზაინერებმა ქრისტინა გაბასმა და დამიან ფიგუერასმა.

1200 ადგილიანი ამფითეატრი, 600-ადგილიანი დახურული საკონცერტო დარბაზი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, აღდგენილი ვენახები და განახლებული ისტორიული კომპლექსი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, უნიკალურ გარემოს ქმნის.

„ წინანდლის მამული ყოველთვის იყო ქართული კულტურის და განათლების კერა, დაკავშირებული ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელთან, ვინც უამრავი რამ გააკეთასაქართველოსთვის; ეს კარ-მიდამო არის ადგილი საიდანაც ხდებოდა მოწინავე იდეების გაჟღერება. დღეს შედგა ახალი სასტუმროს პრეზენტაცია, რომელიც ამ ადგილს კიდევ უფრო მომხიბლველს გახდის ტურისტებისთვის, აქ ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ქვეყნის ჰუმანიტარულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ამ დღეს ჩვენთან ერთად არის მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავი, მაესტრო ნოზედა, რომელიც წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია“ - განაცხადა სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

წინანდლის მამული 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. წინანდლის ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო, მიმდინარეობდა მისი ისტორიული მნიშვნელობის შენარჩუნების გათვალისწინებით. წინანდლის პროექტის მიზანია კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება.

„რადისონ ქოლექშენის“ სასტუმროს პროექტი საპარტნიორო ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა. სასტუმროს პროექტის ჯამური ღირებულებაა 35 მლნ აშშ დოლარი, საპარტნიორო ფონდის დაფინანსება 10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის დამფინანსებელია ასევე თიბისი ბანკი.

წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42