„თუკი გადახდა დაიწყო, აქციზების გაცემაც უნდა დაიწყოს, მაგრამ ბიზნესმა ამით არ უნდა ისარგებლოს და ტელევიზიით არ უნდა დააშანტაჟოს სახელმწიფო“ - ვოლსკი ომეგას საქმეზე
პოლიტიკა - 16:00, 27 Oct, 2018     650
„არ არსებობს სახელმწიფო, მათ შორის არც საქართველო, რომელსაც აწყობს წარმოების შეჩერება, მითუმეტეს, ამდენი სამუშაო ადგილის გაჩერება, თუ ამას ისიც დაემატება, რომ ამაზე დამოკიდებულია მედიასაშუალების ფუნქციონირება, ეს ინტერესი კიდევ უფრო მეტ შინაარსს იძენს" - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ომეგა ჯგუფის" მიერ დავალიანების გადახდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თვითონ ბიზნესიც არ არის დაინტერესებული წარმოების გაჩერებაში და თუ გადახდა დაიწყო, სახელმწიფო ყოველთვის მზად არის თავის ვალდებულებები შეასრულოს ბიზნესის წინაშე, თანაც გარკვეული დათმობებით.

„მთავარია, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს არა მარტო საშემოსავლო ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ ადგილობრივი წარმოების გაჩერების საშიშროებაზე, მაგრამ ბიზნესმა ამით არ უნდა ისარგებლოს და მითუმეტეს, ტელევიზიით არ უნდა დააშანტაჟოს სახელმწიფო. თუკი გადახდა დაიწყო, აქციზების გაცემაც უნდა დაიწყოს, ეს არის ორმხრივი ინტერესი. მაგრამ ამ ინტერესს სხვადასხვა შინაარსი აქვს, ასე რომ მე არ მგონია, რომ რამე არასწორი ხდება '- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ომეგას" წარმოებაზე პირდაპირ იყო დამოკიდებული ტელევიზიის საქმიანობა და ამით სპეკულაციების მთელი კასკადი ვიხილეთ.

„აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ წარმოება ერთია, მეორეა ადამიანები, ვინც ტელევიზიაში მუშაობენ, არ იღებენ ხელფასს და საქმიანობა შეწყვიტეს იმის გამო, რომ რომ ბიზნესმა ვერ შეძლო მათი ანაზღაურების გადახდა. თუ პრაგმატულად ვიმსჯელებთ, სახელმწიფოსთვის სასარგებლოა ომეგა ჯგუფის ამუშავება იმ პირობებით, რომ სახელმწიფოს დავალიანება უნდა გადაუხადოს" - მიიჩნევს გია ვოლსკი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42