„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია „ომეგა ჯგუფის“ მიერ საქმიანობის განახლებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მომხდარის არის ივანიშვილის მრიდან აღიარება იმისა, რომ ახორციელებდა ზეწოლას მედიაზე და უკანონოდ ერეოდა ომეგას ბიზნეს საქმიანობაში. ნიკა მელია ამბობს, რომ ივანიშვილს შეეშინდა იმ ჩანაწერის გავრცელების, სადაც სავარაუდოდ, ის და ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ:
„ეს არის აღიარება ივანიშვილის მხრიდან, რომ ის ახორციელებდა ზეწოლას მედიაზე და უკანონოდ ერეოდა ომეგას ბიზნეს საქმიანობაში. რაც ყველაზე მთავარია, როგორც ჩანს, ძალიან შეეშინდა იმ მთავარი აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერისა, სადაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა ბატონ ოქუაშვილთან და როგორც ჩანს, ამ ყველაფრის ერთად გათვალისწინების, პლუს, მთავარი, რისიც ეშინია, საზოგადოების ბიძინა ივანიშვილი გახდა იძულებული, რომ რეალურად ეს დალუქული საწარმო, ტელევიზია და ა.შ. მოსულიყო მუშა მდგომარეობაში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






