“ამ არჩევნებით ოცნების გაყოფა დაიწყება და ნაცმოძრაობის გაყოფა დასრულდება” - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 15:46, 27 Oct, 2018     1050

„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა დასკვნითი წინასაარჩევნო ბრიფინგი გამართა:

„ჩვენ ჯერ არ ვიცით ვინ გახდება პრეზიდენტი, მაგრამ ვიცით არჩევნების პოლიტიკური შედეგი. ამ არჩევნებით ოცნების გაყოფა დაიწყება და ნაცმოძრაობის გაყოფა დასრულდება. საპრეზიდენტო არჩევნების ფინიშით საპარლამენტო არჩევნების სასტარტო პოზიციები გაირკვევა.

ამიტომ, ხმის მიცემისას ვიფიქროთ პრეზიდენტზე და გვახსოვდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელითაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ჩვენ ამჯერად მანკიერი სისტემა უნდა შევცვალოთ და არა ამ სისტემაში მყოფი ადამიანები.

მე ჩემთვის არ ვითხოვ ხმებს, რადგან ჩემი არავის არაფერი მართებს. მე ვთხოვ ყველა ამომრჩეველს, ხმა მომცეს არა მე, არამედ საკუთარ შეხედულებებს, რომლებიც ჩემსას ემთხვევა. ვთხოვ ყველას, ხმა მისცეს საკუთარ თავს და საკუთარ ადგილს საზოგადოებაში.

მე საარჩევნო მოწყალების მისაღებად არ მაქვს ხელი გაწვდილი, მე ხელს პარტნიორული შეთანხმების გასაფორმებლად ვუწვდი თანამოქალაქეებს. საპასუხოდ გამოწვდილი ხელების რაოდენობა, ვინაობა და რაობა განსაზღვრავს ჩვენი შემდგომი ერთობლივი პოლიტიკური ნაბიჯების წარმატებას.

საარჩევნო ხმა ერთი დღით ცოცხლობს და არ გაცემით იგი უკვალოდ იკარგება. ნაძალადევად მიცემული ხმაც იკარგება. ნაყიდი ხმაც იკარგება. მხოლოდ გულისა და გონების კარნახით მიცემული ხმა არ იკარგება, რადგან იგი ასეთივე ხმებს შეერევა და თანამოაზრეებს გააძლიერებს.

ნუ დავიკარგებით, ნუ ჩავიკარგებით, ნუ განვიკარგებით - ხვალ ჩვენი თავი ჩვენადვე ვიყუდნოთ და ჩვენი ხმა რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ერთმანეთს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42