„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გაერთიანებული ოპზოციიის წარმომადგენლების პასუხით უკმაყოფილოა. საუბარია მის მიმართვაძე „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატისა და გუნდის წევრებისადმი, რომლის მიხედვიტაც ინტერესდება, დაუჭერს თუა არა მეორე ტურში დავით ბაქრაძეს მხარს გაერთიანებული ოპოზიცია.
ბოკერიას გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სალომე ზუტრაბშვილის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს. ბოკერია აცხადებს, რომ გაერთიანებული ოპოზიციისგან მკაფიო პასუხი არ მიუღია:
“მოვისმინეთ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლების პასუხი ძალიან მარტივ და მნიშვნელოვან კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი მკაფიო პასუხი, რაც ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას. ეს ნიშნავს, რომ მათი სიტყვის ნდობა არ შეიძლება, რადგან ჩვენ გვაქვს შეთანხმება „ევროპის სახალხო პარტიის“ ქოლგის ქვეშ და ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი არანაირი ოპოზიციური ერთობისთვის არ იბრძოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჯერა, რომ მათი ამომრჩევლები გამოიჩენენ მაღალ პასუხისმგებლობას და მეორე ტურში მხარს დაუჭერენ დავით ბაქრაძეს, რათა არ დავუშვათ ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო და ძალიან საზიანო კანდიდატის გამარჯვება არჩევნებზე“, - აღნიშნა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






