28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებია - საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს
პოზიცია - 14:44, 27 Oct, 2018     1100

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ტარდება.

საქართველოს მოქალაქეები ამ დღეს ქვეყნი მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით და ექვსი წლის ვადით.

28 სექტემბრისთვის, ცესკოს თავმჯდომარემ განკარგულებით საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 – პარტიის ხოლო ექვსი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი.

28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად თერჯოლისა და სამტრედიის საარჩევნო ოლქებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების შუალედური არჩევნებიც გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სულ შეიქმნა 3 698 საარჩევნო უბანი. 73-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შექმნა 3 637 საარჩევნო უბანი საქართველოში, ხოლო ცესკომ 44 სხვა სახელმწიფოში შექმნა 61 საარჩევნო უბანი, მათ შორის ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში – ორი საარჩევნო უბანი.

73 საარჩევნო ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობამ სულ შეადგინა 876, რომელთა შემადგენლობაში შედის ცესკოს მიერ ხუთი წლის ვადით არჩეული – 365 მუდმივმოქმედი წევრი, საარჩევნო პერიოდში, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით არჩეული – 73 წევრი და ოთხი6 უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნული 438 დროებითი წევრი.

11 სექტემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჩატარდა სხდომები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შესახებ, რომლებიც წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. 3 637 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობამ შეადგინა – 43 215, მათ შორის ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ, სახელობითი კენჭისყრით აირჩია – 21 783 და ოთხმა უფლებამოსილმა პარტიამ დანიშნა – 21 432.

ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციების შესასრულებლად შექმნილი ორი სპეციალური ჯგუფის წევრების რაოდენობამ შეადგინა 23, მათ შორის 12 – აირჩია ცესკომ სახელობითი კენჭისყრით და 11 – დანიშნა ოთხმა უფლებამოსილმა პარტიამ.

28 სექტემბერს, 43 სახელმწიფოში შექმნილ 59 საარჩევნო უბანზე ცესკომ გამოაცხადა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსები.

არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცესკოს თავმჯდომარის სახელზე სულ წარდგენილი იყო 46 განაცხადი, მათ შორის 20 პარტიის, ხოლო 26 – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ. აღსანიშნავია, რომ ცესკომ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა მისცა იმ პარტიებს, რომლებმაც კანონმდებლობის პროცედურების დაცვით გაიარეს რეგისტრაცია საქართველოს პარლამენტის 2016 წლის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 2017 წლის არჩევნებისთვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე შემდგომში გაუქმებული ჰქონდათ ეს რეგისტრაცია.

18 სექტემბრის ჩათვლით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 25-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათ შორის 19-მა პარტიამ და ამომრჩეველთა ექვსმა საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიები. პრეზიდენტობის კანდიდატობის 21 მსურველს, სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო უარი ეთქვა კანდიდატად რეგისტრაციაზე, მათ შორის ამომრჩეველთა ერთმა საინიციატივო ჯგუფმა არ წარმოადგინა განცხადება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დადგენილი ხარვეზის შესწორების მიზნით, ხოლო ერთ პარტიას უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე.

საარჩევნო კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში, ცესკომ განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები.

ცესკოში რეგისტრირებული 50 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციიდან, 37-მა, ონლაინ რეგისტრაციების პროგრამით, რეგისტრაციაში გაატარა 1 206 დამკვირვებელი. ცესკოში დარეგისტრირდა ორი ქვეყნის საელჩოს, 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, ექვსი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის – 187 დამკვირვებელი. ცესკოში აკრედიტაცია გაიარა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის 27 საშუალების – 842-მა წარმომადგენელმა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში ოთხი მედიასაშუალების 18-მა წარმომადგენელმა.

ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების საფუძველზე ცესკოში რეგისტრირებულია 23 საარჩევნო სუბიექტის 66 წარმომადგენელი, მათ შორის 17 პარტიის – 60 და ამომრჩეველთა ექვსი საინიციატივო ჯგუფის – ექვსი წარმომადგენელი. ცესკოს მდივნის განკარგულებების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრირებულია 17 პარტიის (ორ პარტიას არ დაუნიშნავს წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიებში) 411 წარმომადგენელი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლები არ დაუნიშნავთ. საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტებმა დანიშნეს 3 564 წარმომადგენელი.

საარჩევნო ადმინისტრაციამ დაამუშავა და განაახლა შესაბამისი ინსტიტუციების მიერ გადმოცემული პოტენციური ამომრჩევლების შესახებ მონაცემები. 6 სექტემბრის მდგომარეობით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობამ შეადგინა 3 503 113, მათ შორის: 1 881 106 (54%) ქალი და 1 622 007 (46%) კაცი. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადაა 2018 წლის 10 ოქტომბერი, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლებისთვის, რომელთა შესაბამისი მონაცემებიც არ ფიქსირდება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში – 7 ოქტომბერი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42