„ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეიყვარა ეს ტკბილი და თბილი ხალხი“
პოლიტიკა - 13:26, 27 Oct, 2018     1556

საპრეზიდენტო კანდიდატის ტემურ შაშიაშვილის მხარდამჭერების FACEBOOK-გვრედზე ლელა ებრალიძე ამომრჩეველს მოუწოდებს, არცევნებზე მივიდნენ და შემოხაზონ 65:

„კარგად შეხედეთ ამ გატანჯულ და მაინც მომღიმარ სახეებს და თქვენ თავად მიხვდებით, რამდენი ტყუილია ქვეყნის ფორმალურ თუ არაფორმალურ მმართველთა და პოლიტიკოსთა ყალბღიმილიან პათეტიკაში.

ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეიყვარა ეს ტკბილი და თბილი ხალხი.

რომ ვყვარებოდით, საქართველო დღეს ამ დღეში არ იქნებობა.

არა თუ ვერ შეიყვარეს ხალხი, მეტიც, ყველა - ვინც ხალხთან ასოცირდება - განდევნილია და რადგან "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ფეხებში ვებლანდებით, მათ კუთვნილ ტელესივრცეში მიზანმიმართულად გვბლოკავენ ...

როცა ჩვენ გვბლოკავენ - ბლოკავენ სიმართლეს თქვენი რეალური ცხოვრებისა და გაჭირვების შესახებ, ჩემნაირო რიგითებო, ჩემო ქართველებო.

როგორი უნდა იყოს ჩვენი პასუხი?!.

არ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც მათ მიერვე ხელოვნურად შექმნილი ჩვენი გაჭირვებული ყოფისგან ელიან :

არ მივცეთ ხმა მმართველ პარტიას! - ისინი 6 წელია წინა ხელისუფლების სტილში იტყუებიან !

არ მივცეთ ხმა ყოფილ ხელსუფლებას - ისინი უფრო დიდი ხანია, ლამის 15 წელია ურცხვად და დაუსრულებლად იტყუებიან !

არ შემოვხაზოთ არც 48, არც 2, არც 5!

არავინ სხვა - ვინც მათი სატელიტებია და თქვენ ჩემზე ნაკლებად არ იცნობთ მათ.

შემოვხაზოთ 65 ! - რადგან მხოლოდ ჩვენი ტკივილებით ნაცხოვრებ ადამიანებს ძალუძთ სიყვარული, ხალხის სიყვარულს კი ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება ნამდვილად შეუძლია !

65 ! - სიყვარულის, თანაბრობისა და ნორმალური ადამიანური ცხოვრების შანსი !

P.S. კარგად დაათვალიერეთ ეს ფოტოები - აი ეს არის რეალური საქართველო და ჩვენ, 65 - ის მომხრეები მას ვხედავთ და ვიცნობთ, ფსევდოელიტებსგან განსხვავებით, გვტკივა ეს საქართველო, გვიყვარს და ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ ხალხის გასაბედნიერებლად !“, - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42