„ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, გორში 9 წლის გოგონას მკვლელობას გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კონკურენტი არავინ
"გორში 8 წლის ნანა ბერიაშვილი მოგვიკლეს. გუშინ ვიყავი, ქვის გული ატირდება, მოძალადე, პათოლოგმა. ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა მოძალადე იქნება დასჯილი და არცერთ პედოფილს, ჩვენს შვილებზე მოძალადეს და არცერთ ნარკობარიგას შეწყალება და ამინისტია არ მიეცემა და ამოლპება ციხეში, ჩვენი კონკურენტია ის 3%-იანი გამდიდრებული ფენა, რომელიც 25 წელია, გვძარცვავს, სახეებს ცვლის სცენაზე. ჩვენ სისტემა უნდა დავამარცხოთ. სალომე ზურაბიშვილის არჩევა არ შეიძლება, გულში გავივლოთ. არ შეიძლება, ავდგეთ დილით და ამ ქალბატონის ასარჩევად წამოვიდეთ იმიტომ, რომ მისი მიზანია, აღიაროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და დაშალოს ერთიანი საქართველო. ჩვენ ამ წუთში არ გვაქვს ოპონირება ნაციონალურ მოძრაობასთან, პატივის ცემას ვადასტურებ მის რიგით აქტივთან, მაგრამ ვაცხადებ, რომ სააკაშვილის წარმომადგენლის - ვაშაძის არჩევა პრეზიდენტად იქნება სამოქალაქო ომი შიგნით და დაპირისპირება პუტინის რუსეთთან, ახალი ომი. ხოლო მკვლელი ბოკერიას წარდგენილი ბაქრაძის არჩევა იქნება ნიშანი, რომ ქართველი ხალხი მკვლელებს პატიობს, ძირს წარსულის ლანდები, აჩრდილები, გაუმარჯოს მომავალს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






