„ევროპული საქართველოს“ მიმართვა გაერთიანებულ ოპოზიციას - დაუჭერს თუ არა გრიგოლ ვაშაძე მეორე ტურის შემთხვევაში მხარს დავით ბაქრაძეს? - კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ უპასუხა და გადანცხადა, რომ იქნება მეორე ტური და მეორე ტურში ერთმანეთი კონკურენტები გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი იქნებიან:
„ერთადერთი კვალიფიციური კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო კვლევის სტანდარტებს იცავს და ეს არის „ედისონ რისერჩის“ კვლევა, ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ დიახ, იქნება მეორე ტური და ამ მეორე ტურში იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი კვალიფიციური კვლევა, რომელსაც შეგვიძლია, რომ დავეყრდნოთ და სწორედ ამ შედეგს შეგვიძლია, რომ დაველოდოთ 28 ოქტომბერს. ამის შემდეგ მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეძლებს მართლაც სრულად გაერთიანებას იმიტომ, რომ ახლა არ არის ფრაგმენტაციის, დაყოფის და განსხვავებების ძებნის დრო. ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავამარცხოთ ხელისუფლების კანდიდატი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






