სამტრედიაში მიკროავტობუსის მძღოლმა მგზავრები ქუჩაში დატოვა და მათი ნივთები გაიტაცა
საზოგადოება - 14:01, 06 Sep, 2013     3016

ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
წაყაროს ინფორმაციით, ურეკიდან სამტრედიის მიმართულებით მიმავალმა მიკროავტობუსის მძღოლმა, მგზავრები მოატყუა, გზაში დატოვა და მათი ფული და ნივთები თან წაიღო. შემთხვევა 4 სექტემბერს, სამტრედიაში მოხდა. როგორც წყარო მგზავრებზე დაყრდნობით იტყობინება, მიკროავტობუსში მყოფი 16 მგზავრი მძღოლმა გაზგასამართ სადგურზე ავზის შევსების მიზნით ჩამოსვა და შემდეგ მიატოვა.


"თაღლითმა მძღოლმა მოტყუებით ჩამოგვსვა და თან წაიღო 16 ადამიანის გზის ფული და ჩანთები. 25 წუთი დაგვჭირდა გზაზე რომ გამოვსულიყავით, პატრულის თავი ვის ჰქონდა?! ძალიან წვიმდა და ცარიელ–ტარიელი უცებ ქუჩაში აღმოვჩნდით. არადა რა პატიოსნად გამოიყურებოდა მძღოლი, წვერებში, პირველად მამაო მეგონა", – ამბობს დაზარალებული მგზავრი ლადო აფხაზავა.


დაზარალებულის თქმითვე, მიკროავტობუსი თეთრი ფერის, "ფორდის" მარკის იყო. თუმცა მიკროავტობუსის ნომერი, ვერცერთმა მგზავრმა ვერ გაიხსენა.
"ისეთი დაბნეული ვიყავით, ჩვენგან არცერთს არ ახსოვდა მიკროავტობუსის სერია და ნომერი. მე მალე წამოვედი. არ ვიცი, დანარჩენმა დაზარალებულებმა მიმართეს, თუ არა საპატრულოს", – ამბობს ლადო აფხაზავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42