„საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს“ - გრიგოლ ვაშაძე
პოლიტიკა - 11:38, 27 Oct, 2018     664

საპრეზიდენტო კანდიდატები საერთაშორისო დამკვირველბლებს შეხვდნენ. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმალურად პატიოსნად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს:

„საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმალურად პატიოსნად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს. ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ეს ძნელი განსახორციელებელია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ხალხმა ობიექტური ინფორმაცია მიიღოს, როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, რამდენად არათანაბარი იყო პირობები, რამდენად არათანაბარი იყო დაფინანსება. როგორ არის ბიზნესი დაშინებული, რომ მხარი არ დაუჭიროს გაერთიანებულ ოპოზიციას. როგორ არიან მოქალაქეები დაშინებული, რომ თავისი აზრი არ გამოხატონ და რაც ყველაზე მთავარია, რამდენი ხანია, გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-დან ითხოვს ამომრჩევლების სიას. ამაზე დიდი აბსურდი, იმ აბსურდისტანში სადაც ვცხოვრობთ, არ გამიგია.

ცესკო უარს ეუბნება 11 პოლიტიკურ პარტიას, რომ მისცეს ამომრჩევლების სია. ეს არის ე.წ. ქართული ოცნებისა და ივანიშვილის საოცარი დემოკრატია, რომელიც ყვავის, იფურჩქნება და, რომელშიც სამწუხაროდ, გვიწევს ცხოვრება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42