"უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური... " - ქართველი მწერლები სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ
პოლიტიკა - 22:27, 26 Oct, 2018     2806
ქართველი მწერლების პასუხი სალომე ზურაბიშვილს. ქართველი მწერლები "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე გაკეთებული განცხადების გამო უპირისპირდებიან. მათი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი უუნარო, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურია.


ეს გაცხადება საქართველოს პენცენტრის მიერ ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

"საქართველოს წარმატება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქვეყნის ბოლო ათწლეულების კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამ წარმატების დადებით შეფასებას არ დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტობის “დამოუკიდებელი” კანდიდატი, საქართველოს არაფორმალური მმართველის, ოლიგარქ ბ. ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი ს. ზურაბიშვილი.

როგორც მან “კულტურის მუშაკებთან” შეხვედრაზე განაცხადა, “მე პრეტენზია არ მაქვს, რომ საქართველოს კულტურის ყველა დარგში მაქვს ისეთი ცოდნა, ან ვიცი, რა უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ ვგრძნობ იმიტომ, რომ ქალი ვარ და ინტუიციით [ვხვდები], რა არ კეთდება ისე, როგორც უნდა კეთდებოდეს. მაგალითად, ვგრძნობ, რომ ამ წლის ფრანკფურტის ჩვენი გასეირნება არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვერ გავიტანეთ ისე, როგორც უნდა გაგვეტანა ქართული კულტურა. გვქონდა უზარმაზარი შანსი და ეს შანსი ნახევრად გავიტანეთ. შეგვეძლო ბევრად მეტი, მაგრამ ეს ჩვენ წინ გვაქვს და ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია”.

პრეზიდენტობის კანდიდატს არ შესწევს უნარი, დაინახოს და დააფასოს ქართველი მწერლების, ქართველი და გერმანელი მთარგმნელების, ქართველი და გერმანელი გამომცემლების, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით გამოსვლის მომზადებაში ჩართული ორგანიზაციების (ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია), გერმანელი მასპინძლის (ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა) - ასობით ადამიანის მრავალწლიანი და დაუღალავი და შედეგიანი შრომა. ის, რომ ს. ზურაბიშვილი ამ მრავალწლიან შრომაში “გასეირნებას” ხედავს, ცხადყოფს მის დამოკიდებულებას თავისი და სხვისი შრომის მიმართ.

გვინდა დავეთანხმოთ ს. ზურაბიშვილს, რომ მას “საქართველოს კულტურის ყველა დარგში” ცოდნა არ აქვს და “არ იცის, რა უნდა გაკეთდეს”. სხვანაირად რომ ვთქვათ, მას არ ესმის ქართული კულტურა, წარმოდგენა არ აქვს მასზე და ვერ იაზრებს მის მნიშვნელობას. ს. ზურაბიშვილს ქართულ კულტურაზე იოტისოდენა წარმოდგენა რომ ჰქონოდა, სავარაუდოდ, არ გაუჭირდებოდა იმის გაცნობიერება, რომ:

- საქართველოს უკიდურესად წარმატებული გამოსვლა საპატიო სტუმრის სტატუსით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო-კულტურული მოვლენა იყო საქართველოს ორი რესპუბლიკის არსებობის ისტორიაში;

- ამ ბაზრობისთვის გერმანულ ენაზე გამოვიდა 200-ზე მეტი ქართული წიგნი (უფრო მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა უცხო ენაზე). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართულმა ლიტერატურამ გაარღვია იზოლაცია და მსოფლიო ასპარეზზე გავიდა და მოწონებაც დაიმსახურა;

- ქართული ლიტერატურის და კულტურის წარმატებამ გერმანიაში კარდინალურად შეცვალა საქართველოს იმიჯი გერმანიაში (რომელიც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა ევროკავშირში) და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. თუ ადრე საქართველო პრობლემურ პოსტსაბჭოთა ქვეყნად აღიქმებოდა, დღეს ის თანამედროვე კულტურის ქვეყნად აღიქმება;

ს. ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა ჩამოიყვანა მაღალი თანამდებობის დასაკავებლად. მის საქართველოში ყოფნას თანამდებობის გარდა სხვა ინტერესი და გამართლება არ ჰქონია. დღესაც მას საქართველოში ყველაზე მაღალი თანამდებობის დაკავება უნდა, ოღონდ ისე, რომ ამისათვის არც უნარი და არც კომპეტენცია არ გააჩნია.

თავისი უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური კომენტარებით საქართველოს საგარეო და კულტურული პოლიტიკის შესახებ ს. ზურაბიშვილმა ქართველ ამომრჩეველს დაანახა, რომ:

მან არ იცის ქართული ენა, არ უყვარს და არ ესმის ქართული კულტურა და არ უხარია მისი წარმატება." - ნათქვამია ქართველი მწერლების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42