„თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის პოლიტიკურ გამოცდილებას, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი, 6 წლის თავზე დიქტატურითვის ემზადება“ - ბექა მინდიაშვილი
პოლიტიკა - 18:30, 26 Oct, 2018     1067
ივანიშვილის მინიშნება, რომ დემოკრატია მმართველობის რთული ფორმაა, რომ ეფექტურობის მხრივ, დიქტატურა ჯობს, შესაძლოა ამხელდეს მის სურვილს, დაამყაროს მკაცრი, ავტორიტარული მმართველობა - ასე აფასებს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს.

აქვე ბექა მინდიაშვილი მიანიჩნებს, რომ საქართველო უახლესი ისტორია მოწმობს იმასაც, რომ დიქტატურის რესურსი საქართველოში არცერთ ძალას არ ჰქონია და ვერც ექნება, ეს მხოლოდ ოკუპანტ სახელმწიოს შეუძლია სასტიკი რეპრესიებით. ამიტომ, თეოლოგი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა ივანიშვილის რეჟმი დელეგიტიმაციის გზას ადგას, სახელმწიფოსთვის და თავად ივანიშვილისთვისაც საუკეთესო გამოსავალი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიული ჩატარება, მარცხის აღიარება და ამ გზით პოლიტიკური რეალობის განმუხტვა.

„თუ გავითვალისწინებთ ივანიშვილის პოლიტიკურ გამოცდილებას: პოლიტიკურ ანგარიშწორებებსა და ოპოზიციის მრავალწლიან დევნას, სამოქალაქო სექტორზე ხისტ თავდასხმებს, არაფორმალურ მმართველობას, ოპოზიციური მედიის განადგურების დაუკოებელ ჟინს (რომ არა სტრასბურგელი მოსამართლე, რ2 დახურული იყო), სასამართლოს ჯიბეში ჩადებას, საკონსტიტუციო უმრავლესობას, "ერთხელ თქმის" პრინციპს, თუ გავითვალსწინებთ იმასაც, რომ თვითონ ივანიშვილი, როგორც მისი გამოსვლების ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რეალობას მაქსიმალურად დამახინჯებულად აღიქვამს და თანაც სურს, რომ სწორედ მის ამ აღქმას შეესაბამებოდეს ყველა და ყველაფერი, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი, 6 წლის თავზე, დიახაც, დიქტატურისთვის ემზადება.

ლაპარაკიც კი არ ღირს იმაზე, რომ ეს იქნება უკლებლივ ყველასთვის საბედსიწერო და დამღუპველი შეცდომა. 30 წლიანი პოლიტიკური გამოცდილება გვასწავლის, რომ რანაირადაც არ უნდა მოიწადინო, დიქტატურის რესურსი აქ, საქართველოში, არც ერთ ძალას არ აქვს და ვერც ექნება. ამის ჩადენა მხოლოდ ოკუპაციის შემთხვევაში, ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია სასტიკი რეპრესიებით.

თავის დროზე, განსაკუტრებით, კრიზისულ ვითარებებში, ასეთივე ავტორიტარულ მზაობას, ავტორიტარულ მიდრეკლებებს ავლენდნენ გამსახურდია, შევარდნაძე და სააკაშვილი, მაგრამ არც ერთ მათგანს ეს არ გამოუვიდა, ხოლო სააკაშვილმა, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების ისტორიული პრეცედენტი შექმნა. წარმოდგენაც კი არ მინდა იმ უბედურების, რაც შეიძლება დაიწყებულიყო, ვთქვათ, შევარდაძე რომ არ გადამდგარიყო ან სააკაშვილს წაგება არ ეღიარებინა.

აშკარაა, რომ ივანიშვილის მმართველობა ელვის სისწრაფით გადის დელეგიტიმაციის გზას, ამიტომ, უშუალოდ მისთვის, მისი მომრხეებისთვის და საერთოდ, ყველასთვის ერთად, საუკეთესო გამოსავალი საპრეზიდენტო არჩევნების სუფთად ჩატარება, მარცხის აღიარება და შედეგად, მაქსიმალურად დაძაბული პოლიტიკური რეალობის განმუხტვა იქნება. ამავდორულად, 2020 წლის არჩვენებისთვის, ეს გახდება კარგი რეპეტიცია მშვიდად, აუღელვებლად ოპოზიციურ ძალასთან ხელისუფლების გაყოფის ან, უკეთეს შემთხვევაში, ხელისუფლების გადაცემისა, - ეს იქნება ნამდვილი ქართული პოლიტიკური ევროპეიზაცია.

ორუელიანურად კი გამომდის, მაგრამ ივანიშვილის მარცხი მისივე გამარჯვება იქნება, ცხადია, ისევე როგორც გამარჯვება მთელი საქართელოსი. ოღონდ ძნელი სატქმელია, შეუძლია თუ არა ეს ვინმემ შეაგნებინოს, ვინმემ ამაში დაარწმუნოს. აი, განვითარების სხვა პერსპექტივის წარმოდგენა კი, როგორც ზემოთ უკვე დავწერე, არც მინდა, იმდენად შემზარავია“ - წერს ბექა მინდიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42