"ივანიშვილი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს, რომელიც არჩევნებს აკვირდება და პარალელურ დათვლას აწარმოებს" - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 16:19, 26 Oct, 2018     747

არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფრსი გიორგი ვაშაძე დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმურა. ივანიშვილმა არასამთავრობო სექტორი, განსაკუთრებით კი "საერთორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური გააკრიტიკა.


გიორგი ვაშაძის თქმით, ივანიშვილი გადასულია ტოტალურ შეტევაზე. მისივე განცხადებით, მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმის არის ის, რომ მესამე სექტორი, რომელიც არჩევნებს აკვირდება და ყველა დარღვრვა აფიქირებს, სწორედ მათ მიერ გაკეთებულ დასკვნებს ითვალისწინებენ აერთაშორისო ორგანიზაციები არჩევნების შესახებ, რაც ვაშაძის თქმით, ივანიშვილისთვის, რომელიც გაყალბებითვი ემზადება, მიუღებელია.

„ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურ აგონიაშია, ძალიან შეშნებულია, იმიტომ, რომ კარგად იცის, კვლევებით, მათ შორის „ედისონ რისერჩის“ კვლევებით და მათ მიერ ჩატარებული კვლევებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს ამ არჩევნებში და დღეს ის გადავიდა ტოტალურ შეტევაზე აბსოლუტურად ყველასთან. მიჩვეულები ვართ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე აკეთებს შეტევას, დღეს კიდევ შეტევა განახორციელა დამოუკიდებელ მედიაზე, „რუსთავი 2“ არ იკმარა და „ტვ პირველიც“ ჩართო ამ ყველაფერში და ეს არის რეალურად ამ ადამიანის საქმე, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა მისი თავდასხმა დღეს სამოქალაქო სექტორზე და მის კონკრეტულ წარმომადგენლებზე, ეს არის სამკვირიანი თავდასხმების კასკადის გაგრძელება, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ. მოდით, კითხვა დავსვათ, რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი? რატომ აკეთებს ამას „ქართული ოცნება“? რატომ ესხმის სამოქალაქო სექტორს თავს? რატომ ესხმის თავს ეკა გიგურს, რომელიც არის საერთაშორისოდ აღიარებული, მართლაც უძლიერესი სპეციალისტი, სამოქალაქო სექტორის ღირსეული წარმომადგენელი თავის კოლეგებთან ერთად, საკითხი არის ძალიან მარტივი, ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნები აქვს წაგებული, მას სურს, რომ არჩევნები გააყალბოს, ხოლო სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები, არჩევნების დღეს აკეთებენ პარალელურ დათვლას, აფიქსირებენ ყველა იმ დარღვევას, რომელიც ხდება არცევნების დღეს და სწორედ მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე, საერთაშორისო ორგანიზაციები, უკვე აკეთებენ კონკრეტულ დასკვნებს არჩევნების შესახებ, ამ განცხადებებით, ივანიშვილი ამზადებს თავის პლატფორმას იმისთვის, რომ არჩევნების დღეს გვითხრას, ამ სამოქალაქო სექტორს არ უნდა ვენდოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42