25 ოქტომბერს, „სეგრექს ავტო გალერი“ გაიხსნა. იგი მულტიბრენდული შოურუმია, სადაც შევხვდებით ისეთი მარკის, მოთხოვნად, მოდელებს, როგორებიცაა: BMW, INFINITI Mercedes, Toyota, Ferrari და სხვა.
„ჩვენ შევისწავლეთ ბაზარი და აღმოვაჩინეთ, რომ არის ნიშა, სადაც, გარკვეულ მოდელებში დეფიციტებია“ აცხადებს „სეგრექს ავტო გალერის“ დირექტორი - კობა ბაზაძე.
შოურუმი, მომხმარებელს უმარტივებს მანქანის შეძენის პროცესს, რადგან სთავაზობს იმ ლიმიტირებული მოდელების დათვალიერებასა და დატესტვას, რაც აქამდე საქართველოში შეუძლებელი იყო.

ის მომხმარებლები, რომლებიც შოურუმში სასურველ მოდელს ვერ აღმოაჩენენ, „სეგრექს ავტო გალერი“ ჩამოყვანის სერვისს სთავაზობს.
სეგრექსი, ცოტა ხნის წინ INFINITI-ის ოფიციალური დილერი გახდა, რაც ბრენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს იმის მანიშნებელია, რომ შოურუმში მალე შევხვდებით INFINITI-ის, 4 სედანის ტიპის ავტომობილს და 5 SUV მოდელებს. შოურუმში მალე განთავსდება Q30, Q50, Q60, Q70 და QX30, QX50, QX60, QX70, QX80 მოდელები. ბრენდი 2021 წლისთვის სრულად გეგმავს იქცეს ელექტრონული ავტომობილების მწარმოებელ ბრენდად, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი ავტომობილები ჰიბრიდი და ელექტრონული ტიპის იქნება, რომლებიც გარემოს გაჯანსაღების საშუალებას იძლევა.
გარემოსთან ადაპტირების კუთხით, შოურუმში ამჟამად წარმოდგენილია ელექტრო, ეკოლოგიური და ეკონომოური NIU სკუტერები.
2019 წლის პირველი ნახევრიდან, კი, იგეგმება მეორე შოურუმისს გახსნა ქალაქ ბათუმში.
“სეგრექს ავტო გალერის“ მისამართია : თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 12კმ, #5.

მასალის გამოყენების პირობები






