ცესკოს კომისიის ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 13:36, 26 Oct, 2018     719

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელი პირები 25 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრები გაიმართა ეუთო-ს (OSCE PA) საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოკლევადიანი დამკვირვებელთა მისიის და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს. თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად ცესკო მზად არის. მან საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე საქმიანობის შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესის, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაციის და მედია ორგანიზაციების აკრედიტაციის თაობაზე. თამარ ჟვანიამ, ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესის ორგანიზების, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, ონლაინ რეგისტრაციების პროგრამის შესაძლებლობების გაზრდის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

„ეს შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ მათ ვაცნობთ იმ მომზადების ხარისხს და არსებულ სიტუაციას, რომელიც ადმინისტრირების კუთხით გვაქვს. მათ ვაწვდით ყველა ამ ინფორმაციას, რომ ეფექტურად შეძლონ საარჩევნო პროცესზე დაკვირვება. ცესკო ორგანიზების თვალსაზრისით არის აბსოლუტურად მზად - დაბეჭდილია ბიულეტენები, იბეჭდება ამომრჩეველთა სიები, დღეს ასევე დასრულდება ამომრჩეველთა ბარათების დარიგება. შესაბამისად ორგანიზაციული თვალსაზრისით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად, რომ არჩევნების დღეს მოვემსახუროთ ამომრჩეველს“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42