"მანქანა დაეჯახა და მერე გადაიტანეს გვამი" - 8 წლის გოგონას მკვლელობაზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება
პოლიტიკა - 09:54, 26 Oct, 2018     3278
გორში გარდაცვლილი 9 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრები მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ვიდეოკამერაა დამონტაჟებული.


"2 კამერა აყენია, ორ მაღაზიასთან, ორი მაღაზიაა, ორივე აკონტროლებს გზას. 50 მეტრის იქით რა მანქანა გავიდა. 10 წუთის განმავლობაში. მაგის პოვნას რა უნდა? თუ ეს მანქანა ვერ იპოვეს, მართლა მაგარი გვქონია ეს საქართველო," - განაცხადა მოკლული გოგონას ბაბუამ.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე.

რაზმაძის თქმით, ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც ცხედარი სხვა ადგილზე გადაასვენეს.

"მეზობლები საუბრობდნენ, რომ მანქანა დაეჯახა და მერე გადაიტანეს გვამი. აქ რაღაცა შემთხვევა იყო, ვიღაცამ შეგნებულად ჩაიდინა, მანიაკის გაკეთებულია... ვერაფერს ვერ იტყვით,"-აცხადებს დავით რაზმაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლილი გუშინ იპოვეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42