„ივანიშვილის რეაქცია იმ ჩანაწერებზე, რომელთა ავთენტურობასაც თავად პროკურატურა არ უარყოფს, მათი პასუხი არის ახალი ჩანაწერების შეთხზვა.
ჩვენ ვნახეთ მაგალითად როგორ დადგეს და შეიყვანეს კანონსაწინააღმდეგოდ პარლამენტის წევრი ციხეში, რათა კონტრკადრები გაევრცელებინათ და გადაეფარათ ქმედებები, რაზეც იყო საუბარი სუბელიანის ჩანაწერში. ეს ძალიან ჩვეული პრაქტიკაა „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ჩვენ გვახსოვს ჰაკიმ ფაშა, გვახსოვს ჩოკუტაევი, გვახსოვს არაერთხელ ასეთი ტიპის ვითომ ჩანაწერები, რომელთა ავთენტურობა არასოდეს დასტურდება და გამოიყენება ორი მიზნით - გადაიფაროს მთავრობის კრახი, ან ივანიშვილის სურვილით გავლენა მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე.
ამ შემთხვევაში ივანიშვილს არანაირი ფაბრიკაცია და ჩანაწერი არ უშველის, რადგან კანდიდატი, რომელიც მან შესთავაზა ქართველ ხალხს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
აუდიომასალა ვებგვერდ დღეს გამოქვეყნდა. Data -მონაცემებით, ეს ვებგვერდი 2015 წელს არის დარეგისტრირებული, თუმცა სამი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო და მასალები პირველად გუშინ ჩანაწერის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე აიტვირთა. ჩანაწერში, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია ნიკა გვარამიას და ეკა კვესიტაძეზე საუბრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






