"მეორე ტური სალომე ზურაბიშვილსა და დავით ბაქრაძეს შორის გარდაუვალია" - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 17:35, 25 Oct, 2018     846
მოძრაობა "ევროპული საქართველო" კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა მოძრაობის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია "ბი-სი-ჯი-კვლევამ". კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20-24 ოქტომბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოკითხული იქნა 1508 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3%-ს, კვლევის სანდოობა -95%.

"კვლევის შედეგების მიხედვით საქართველოს ამომრჩეველთა უმეტესობა (69%) აპირებს 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. საპრეზიდენტო ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა სალომე ზურაბაშვილი-16%, დავით ბაქრაძე-14,4%, გრიგოლ ვაშაძე-12,8%, შალვა ნათელაშვილი-4%, სხვა კანდიდატები-3,8%, გადავხაზავ ყველას-8,1%, უარი პასუხზე-6,1% და ჯერ არ გადამიწყვეტია/არ ვიცი-34,8%.

უარებისა და გადაუწყვეტელი ხმების ანალიტიკური შეწონვითა გადანაწილებით შემდეგი ჩანს, რომ ჩატარდება მეორე ტური. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა სალომე ზურაბაშვილი-33,1%, დავით ბაქრაძე-30,6%, გრიგოლ ვაშაძე-27,1%, შალვა ნათელაშვილი-4,1%, სხვა კანდიდატები-5,1%.

ანალიტიკური გადანაწილება მოხდა 20-ზე მეტი დამატებითი კითხვის მეშვეობით, მათ შორის რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის არასწორე მიმართულებით განვითარებაში, რამდენად გაამართლა ბიძინა ივანიშვილმა თქვენი მოლოდინები, სხვადასხვა სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების შეფასება, პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასება, მეორე არჩევანი, ვის არ მისცემდნენ არასოდეს ხმას, მეორე ტურში გაკეთებული არჩევანი, ქვეყნის განვითარების საგარეო ვექტორი.

მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი - დავით ბაქრაძე-42,0%, სალომე ზურაბაშვილი-25,9%, არცერთი-14,4%, არ ვიცი/უარი პასუხზე-17,7%.

გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძე-39,3%, სალომე ზურაბაშვილი-27,2%, არცერთი-14,5%, არ ვიცი/უარი პასუხზე-19,0%.

დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე - დავით ბაქრაძე - 29,1%, გრიგოლ ვაშაძე- 25,2%, არცერთი-22,9%, არ ვიცი/უარი პასუხზე-22,8%" - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42