გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, 28 ოქტომბერს, არჩევნების დღეს დარღვევების სპეციალური ცენტრი ამოქმედდება. ვაშაძის ინფორმაციით, მოხდება ყველა დარღვევის აღრიცხვა და ეს იქნება პირველი მასშტაბური მექანიზმი გაყალბების წინააღმდეგ.
„შევიმუშავეთ სისტემა, როგორ მოვახდინოთ პრევენცია ამ გაყალბების და მინდა ვუთხრა ყველა კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, რომ ვიცით რა დავალებები გაქვთ მიღებული. ამის შესაბამისი პროგრამა გვაქვს, რომელიც ყველაფერს ასახავს აბსოლუტურად. პროგრამა არის უნიკალური იმით, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში. არა მარტო 17 ათას დატრენინგებულ ადამიანს, რომელიც მთელ საქართველოში დაიცავს ჩვენ ხმებს, არამედ ყველას,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, პროგრამაში ჩასართავად, მოქალაქე უნდა შევიდეს ვებგვერდზე - www.Ertoba2018.ge და შემდგომ, დარღვევების შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს ონლიან მიაწოდოს. მომხმარებელმა უნდა აირჩიოს რეგიონი, საარჩევნო ოლქი, დაწეროს აღწერილობა თუ რა ტიპის დარღვევაა და ფაილის არსებობის შემთხვევაში, მიაბას ვიდეო, აუდიო თუ დოკუმენტური მასალა. შემდეგ კი მიაწოდოს შტაბს.
რუკა არის საჯარო, ნებისმიერ მსურველს შეუძ₾ია იხილოს ინფორმაცია დარღვევების შესახებ, ოპერატიული ცენტრი კი გადასცემს ინფორმაციას იურიდიულ ბლოკს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და შესაბამის ორგანოებს, რომელბმაც არსებულ დარღვევებზე უნდა მოახდინონ რეაგირება.
„ასევე ბოლო სამი არჩევნების დეტალური ანალიზი გავაკეთეთ და როგორ აყალბებს „ართული ოცნება“ ხმებს, დადგენილი გვაქვს ყველა ფორმულა, შესაბამისად, ამ ცვლადების შეტანით, რთული ალგორითმი შევიმუშავეთ, ჩვენ უკვე გვაქვს რისკზონები, ვიცით დაახლოებით რა უბნებში აპირებენ გაყალბებას, მაგრამ დღის პირველ საათზე, როგორც კი პირველ შედეგებს ავკრეფთ უბნებიდან, გაგვიწითლდება ის უბნები, სდაც არის რისკზონა გაყალბების“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის ტქმით, შტაბს აქვს ავტოზარის ბლოკი, რომლის საშუალებიტაც ხმოვანი შეტყობინება მიდის გაერთიანებული ოპოზიციის ყველა დამკვირვებელთან. რათა მოახდინონ მობილიზება გაყალბების მცდელობის შემთხვევაში შესაბამის უბანზე.
„როგორ აყალბებს ხმებს „ქართული ოცნება“ - ერთი ეს არის, რომ ადამიანებს ეუბნებიან, შემოხაზე, სურათი გადაიღე და მომეცი, თუ ამას ვინმე ვიდეოზე დააფიქსირებს, ავტომატურად შეუძლია ატვირთოს აქ, უცნაური მოგროვება, სამარშუტო ტაქსებით კარუსელების ტარება, ყველაფერი რუკაზე აისახება, მეორე, ეს არის, რომ აყალბებს აქტივობას, ვითომ, მეტი ადამიანი მოვიდა, რეალურად ეს ხალხი არ მოსულა და ახდენს ბიულეტენების ჩაყრას“, - აღნიშნავს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






