მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, მხარდამჭერებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. სპორტის სასახლეში შეხვედრას „ქართული ოცნება“ სრული შემადგენლობით ესწრებოდა, მათ შორის იყო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს სიტყვით პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა:
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უდიდესი დიპლომატიური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანს, ღირსეული ქართველების შთამომავალს, რომელიც ყველაზე ზუსტად შეესაბამება კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ როლს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მშვიდობიან, ევროპულ მომავალს! ჩვენ მხარს ვუჭერთ სალომე ზურაბიშვილს. ის იქნება სამაგალითო პრეზიდენტი არა მარტო რეგიონში, არამედ თავის წვლილს შეიტანს ევროპის პოლიტიკაშიც, დადებით როლს ითამაშებს რუსეთთან ურთიერთობაში და იქნება საერთო სახალხო პრეზიდენტი,“-აცხადებს კახა კალაძე.
მასალის გამოყენების პირობები






