„ტელეკომპანია "იბერია" დახურულია და შესაბამისად ვერ მიიღებს მონაწილეობას ქართული ოცნების თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ პრესკონფერენციაში.
"იბერიას" შეკითხვებს ხელისუფლების მხრიდან პასუხი ვერ გაეცა 2 თვის განმავლობაში და სამწუხაროდ, არც ახლა ველოდებით ნათელ განმარტებებს”- აცხადებენ ტელეკომპანიაში.

გუშინ, 24 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი „ტექნო პარკში“ უპასუხებს ტელეკომპანიების: “მაესტროს”, “ობიექტივის”, “პალიტრა NEWS”-ის, “კავკასიისა” და “იბერია TV”-ის შეკითხვებს. მიწვეულია „რუსთავი 2“-იც.
ცნობილია, რომ "რუსთავი 2" და ასევე "კავკასია" ივანიშვილთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ.
ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს, „იმედს“ და „TV პირველს“ ინტერვიუ 23 ოქტომბერს მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






