"ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლემ, რომელმაც 50 ათასი ზურაბიშვილს შესწირა, მესტიაში სასტუმროს 30% -იანი წილი მიიღო" - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 14:21, 25 Oct, 2018     821

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა საზოგადოებას დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და მისი მეუღლის შესაღებ იმ ინფორმაციას აწვდის, რომლითაც დასტურდება თუ როგორ გადაეცათ მათ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ქონება და როგორ არ შეასრულეს ვალდებულებები.

„არსებობს შპს „ ოლსიზენი“ რომელსაც 2012 წლის 10 ივლისს სახელმწიფომ გადასცა მას უძრავი ქონება მესტიაში. მას უნდა განეხორციელებინა 2,7 მლნ ლარის ინვესტიცია ან უნდა აემუშავებინა მას სასტუმრო. შპს „ ოლსიზენმა” სახელმწიფოსგან დაკისრებული საინვესტიციო ვალდებულება არ ან ვერ შეასრულა. 2015 წელს, უკვე 26 მარტს მთავრობის განკარგულებით ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ხდება „ ოლსიზენის“ 30% ის მფლობელი ხოლო უკვე ამ არჩევნებზე ქალბატონი ნათია ხვისტანი, ვიქტორ ჯფარიძის მეუღლე სალომე ზურაბიშვილს წირავს 50 000 ლარს. ანუ კომპანია რომელსაც სახელმწიფომ გადასცა ქონება იმისათვის, რომ მესტიაში სასტუმრო გაკეთებულიყო ნახევრად აშენებულია და უნდა დამთავრებულიყო. ამ კომოპანიას ქართული ოცნების მთავრობამ სამჯერ გადაუვადა პირობის შესრულება, პირგასამტეხლო რომელიც უნდა გდაეხადა ჩამოუწერა და მეტიც წინსწრებით ინდულიგენციის მსგავსად წინასწარ უთხრა, რომ თუ კიდევ არ შეარულებ პირგასამტეხლოს მაიცნ არ გდაიხდი და საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებულა იმისთვის რომ ვიქტორ ჯაფარიძე, ქართული ოცნების დეპუტატი გამხდარიყო მეწილე ამ სასტუმროსი. მე მინდა გითხრათ რომ მესტიაში ეს შენობა ჩვენ გავაკეთეთ და დასამთავრებელი იყო მხოლოდ. უკვე 6 წელი გავიდა და ქართული ოცნების მავნებლობა და კორუფრიული ჟინი იქამდე არ წყედება რომ ერთია მათ პირდაპირ ასე, რომ ვთქვათ საკუთრებაში წაიღეს ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე არის არაფერი არ გაკეთებულა. ანუ 6 წელიწადი შენობა ფუჭდებაიმის მაგივრად, რომ იქ ტურისტები ისვენებდნენ. მე მინდა ბატონ ივანიშვილს მივმართო და ვუთხრა ხვალისთვის ჩვენ აგერ ამ მასალებს შემიძლია მე გავუგზავნო და ხვალისთვის მინდა მოვისმინოთ ახსნა უკვე არა ირაკლი სესიაშვილთან დაკავშირებით არამედ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებით. როგორ ხდება, რომ სახელიმწიფო ქონება ადამიანებს გადაეცემა, ვალდებულებებს არ ასრულებენ და უკვე ღიად, პირდაპირ მონაწილეობენ ქართული ოცნების დეპუტატები, მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები" - განაცხადა გიგი უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42