"აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის საქმის გახსნილად გამოცხადების გზით. ამ ფაქტს წინ უძღოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „რუსთავი 2”-ის მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევათა მთელი სერია. ეს ჩანაწერები ეხებოდა ქვეყანაში ბიზნესის სავარაუდო დატერორების, გავლენიანი არაფორმალური დაჯგუფებების, ელიტური კორუფციის და გამოუძიებელი საქმეების გარშემო სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ ჩანაწერების გადაფარვის მიზნით საქართველოს პროკურატურამ წინასაარჩევნოდ საზოგადოების ყურადღების გადატანა ძველი საქმეების გახსნილად გამოცხადებით სცადა. შესაძლოა, ამავე მიზანს ისახავდა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება იმის შესახებ, რომ მან დეტალურად იცის, ვინ გეგმავდა და გეგმავს ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და პროვოკაციას. გახარიას ამის თაობაზე რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც ის არის საზოგადოებისთვის ცნობილი, გამოძიება არის თუ არა დაწყებული"- აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში".
მასალის გამოყენების პირობები






