"მიზანმიმართული შეტევა არასამთავრობო სექტორზე, რომელიც სცდება საქმიანი კრიტიკის ფარგლებს"- ბენიძე პრემიერს პასუხობს
პოლიტიკა - 13:35, 25 Oct, 2018     612
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ხელისუფლების მხრიდან მესამე სექტორზე განხორციელებულ მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს. მისი თქმით, “ქართული ოცნებისა” მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის მცდელობა არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციასა და საზოგადოების თვალში მათი რეპუტაციის შელახვის მცდელობაა.


“ეჭვს აღარ მიტოვებს ის, რომ პრემიერის განცხადება იმ ერთიანი “მესიჯბოქსის” ნაწილია, რომლითაც “ქართული ოცნება” და ხელისუფლება არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას ცდილობს. ამას არჩევნებთან პირდაპირი კავშირი აქვს და მათი მცდელობაა არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოახდინონ და რაღაცნაირად, ჩვენი რეპუტაცია შელახონ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ქვეყნის დემოკრატიისთვის. უკვე ნახეთ, რომ ასეთ განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებები აქვს. პირველ რიგში, პრემიერმა და ნებისმიერმა სხვა მაღალი თანამდებობის პირმა უმჯობესია, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავოს და კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდნენ. კრიტიკა ყველაფრის მისაღებია, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ ასეთ კოორდინირებულ, მიზანმიმართულ შეტევას, რომელიც სცდება ნებისმიერ საქმიანი კრიტიკისა და საქმიანი კოორდინაციის ფარგლებს.

ჩვენ მაგალითად, არ გვქონია იმის შესაძლებლობა, რომ პრემიერს პირადად შევხვედროდით და მის რეფორმებზე მისი ხედვები მოგვესმინა ან ჩვენი პოზიციები გაგვეზიარებინა, ამიტომ როდესაც საუბრობს, რომ თურმე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობს, კარგი იქნება, თუ მართლაც აქტიური კომუნიკაცია გვექნება და გავიგებთ, რას აპირებს პრემიერი და ამ თანამშრომლობას რეალურად, საქმით დაადასტურებს”,- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.

მამუკა ბახტაძემ მესამე სექტორი „პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების“ გაკეთებაში დაადანაშაულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42